ამ უკანასკნელის თქმით, მხარეებმა მოილაპარაკეს კონტრაქტის შესახებ და ახლა, ხელშეკრულება უნდა მოიწონოს მსოფლიოს საკრივო ასოციაციამ (WBA). ამ ორგანიზაციის ვერსიით, კლიჩკო "სუპერჩემპიონის" ტიტულს ფლობს, პოვეტკინი კი "ჩვეულებრივი" ჩემპიონია.
კლიჩკოს მენეჯერმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ WBA არ მოიწონებს ბრძოლის კონტრაქტს, უკრაინელი სუპერმძიმწონოსანი სექტემბერში სხვა მოწინააღმდეგეს შეხვდება.
იმის გამო, რომ კონტრაქტი დაუდასტურებელია,
33 წლის პოვეტკინმა პროფესიულ რინგზე 26 ბრძოლა ჩაატარა და ყველაში გამარჯვებას მიაღწია (18 – ნოკაუტით), 37 წლის კლიჩკოს ანგარიშზეა - 63 ბრძოლა, 60 მოგება (51 – ნოკაუტით) და სამი წაგება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დოპინგზე მოილაპარაკეს