- რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვენს მომდევნო ბრძოლას სტივერთან კანადაში ჩაატარებთ?
- მომავალი მეტოქისა და მომავალი ბრძოლის ჩატარების ადგილის შესახებ ლაპარაკის საშუალება სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე მექნება. დღეისთვის მზად არ ვარ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად.
- მართლა მოეწერა თუ არა ხელი ვლადიმერ კლიჩკოსა და ალექსანდრ პოვეტკინის ბრძოლის კონტრაქტს?
- ძალიან დიდი იმედი მაქვს,
- შეგიძლიათ დაახასიათოთ პოვეტკინი?
- არ მინდა, ამ სპორტსმენზე ბევრი ვილაპარაკო. საკმარისია იმის თქმა, რომ ოლიმპიური ჩემპიონები შემთხვევით არ ხდებიან. იგივე ეხება სუპერმძიმე წონით კატეგორიაში პროფესიონალებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს. ამისთვის აუცილებელია ფლობდე უმაღლეს სპორტულ თვისებებს. დარწმუნებული ვარ, კრივის ყველა გულშემატკივარი მიიღებს სიამოვნებას მომავალი ბრძოლით.
- მანუელ ჩარის წინააღმდეგ თქვენი ბოლო ბრძოლა მოსკოვში გაიმართა. რამდენად თბილად მიგიღოთ რუსულმა პუბლიკამ?
- მე ბევრ ქვეყანაში ჩამიტარებია საკრივო ორთაბრძოლა – ამერიკაში, ავსტრიაში, გერმანიაში, ბრიტანეთში, შვეიცარიაში... არ აქვს მნიშვნელობა, სად გადიხარ რინგზე. მე დიდ სიამოვნებას მანიჭებს კრივი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. გამონაკლისი არც მოსკოვი ყოფილა. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ბრძოლის დასრულების შემდეგ უკრაინის ჰიმნი ჟღერს და მაღლა სწევენ ჩვენს დროშას. და ამას უყურებს და ისმენს 150 ქვეყნის მოსახლეობა, რომლებზეც გადაიცემა ჩვენი ბრძოლები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მოილაპარაკეს: დიდი ბრძოლა იქნება