რეკორდი და განაწყენებული მენი პაკიაო

AutoSharing Option
ამერიკელ ფლოიდ მეივეზერსა და მექსიკელ საულ ალვარესს შორის ბრძოლის ორგანიზატორმა რიჩარდ შეფერმა დაასახელა ამ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ზუსტი თანხა.

ადრე შეფერი ამბობდა, რომ 14 სექტემბერს დანიშნული ბრძოლის ბილეთების რეალიზაცია გადააჭარდებდა 18.4 მილიონ დოლარს. ეს არის რეკორდი, რომელიც 2007 წელს, მეივეზერსა და ოსკარ დე ლა ჰოიას შორის ბრძოლისას დამყარდა.

შეფერი თავის პროგნოზში ზუსტი აღმოჩნდა - მეივეზერ-ალვარესზე ბილეთების გაყიდვიდან მიღებულმა თანხამ 19.5 მილიონს გადააჭარბა. შეგახსენებთ, ამ ბრძოლაზე ყველა ბილეთი ერთ დღე-ღამეში გაიყიდა.
* * *

ამასობაში, ფილიპინელი მენი პაკიაო განაწყენებულია
ფლოიდ მეივეზერზე და შესაძლოა, საკრივო სამყარომ ბოლოს და ბოლოს იხილოს ასე ნანატრი ბრძოლა თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივეებს შორის.

საულ ალვარესთან ბრძოლის სარეკლამო ტურის დროს, მეივეზერმა რამდენჯერმე აუგად მოიხსენია მენი პაკიაო და ისიც დაამატა, რომ ფილიპინელის კარიერა, ფაქტობრივად დასრულებულია.

პაკიაო, რომელიც ნოემბერში პირველად გავა რინგზე 2012 წლის დეკემბერში ხუან მანუელ მარკესისგან მიღებული მძიმე ნოკაუტის შემდეგ, ამერიკელზე გაბრაზდა და მას რინგზე ურთიერთობის გარკვევა შესთავაზა.

"ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მეივეზერის განცხადება უბრალო ლაყბობაა. რატომ არ შეწყვეტს ყველას ტალახში გასვრას და არ დათანხმდება ჩემთან ბრძოლაზე? არ ღირს ჩემზე წარსულ დროში ლაპარაკი - მე ჯერ ისევ შემიძლია ბრძოლების მოგება. მარკესთან იმის გამო არ წავაგე, რომ კლასში ჩამოვრჩებოდი მას. მარკესს გაუმართლა, როცა ძლიერი დარტყმა გამოუვიდა", - განაცხადა პაკიაომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოსკარ დე ლა ჰოია და ფლოიდ მეივეზერი წაეკიდნენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული