ჩისორას მწვრთნელმა დონ ჩარლზმა განაცხადა, რომ მოკრივეები შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. მწვრთნელს სხვა დეტალები არ გაუმხელია. გამოცემის ინფორმაციით, კლიჩკო და ჩისორა ღამის კლუბის დაცვის წევრებმა გააშველეს.
"დეილი მირორი" წერს, რომ ღამის კლუბში მომხდარმა კიდევ უფრო გააღრმავა კონფლიქტი უკრაინელსა და ბრიტანელს შორის. მოკრივეებს ურთიერთობა 2012 წლის თებერვალში დაეძაბათ, როცა მათ შორის
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ჩისორამ აწონვის ოფიციალურ ცერემონიაზე სილა გააწნა უკრაინელს, უშუალოდ ბრძოლის წინ კი პირში წყალი ჩაიგუბა და სახეში შეაფურთხა კლიჩკოს. ბრძოლის შემდეგ ჩისორა კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა, კერძოდ, პრესკონფერენციაზე ეჩხუბა თანამემამულე დევიდ ჰეის და ამის გამო საკრივო ლიცენზია ჩამოერთვა.
ბრიტანელმა ეს ლიცენზია 2013 წლის მარტში დაიბრუნა და მას შემდეგ ორი ბრძოლა გამართა - დაამარცხა ნაკლებად ცნობილი არგენტინელი ექტორ ალფრედო ავილა და ამერიკელი მალიკ სკოტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მოკვეთილი დერეკ ჩისორა