24 ნოემბერს, მენი მაკაოში (ჩინეთი) შეხვდება მჩატე წონაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, 27 წლის ამერიკელ ბრენდონ რიოსს. ამ უკანასკნელის ჰონორარი გაცილებით მოკრძალებულია - "მხოლოდ" 3 მილიონი დოლარი.
საერთო ჰონორარის დიდ ნაწილს დაფარავენ აშშ-ის ტერიტორიაზე ფასიანი ტრანსლიაციების (PPV) გაყიდვიდან შემოსული ფულით. ამ მხრივ მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, ჩინეთში ეს ბრძოლა დილის 10 საათზე დაიწყება,
ამასობაში, ბრძოლის მონაწილეები სარეკლამო ტურნეს ატარებენ. ამ ტურნეს ციკლში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც მენი პაკიაოს შეახსენეს ბოლო შეხვედრა, როცა მან გასული წლის დეკემბერში ნოკაუტით წააგო მექსიკელ ხუან მანუელ მარკესთან.
ფილიპინელმა განაცხადა, რომ იმ მარცხმა მოტივაცია გაუზარდა და ახლა, დაკარგული პოზიციების დაბრუნებას აპირებს. პაკიაო ოთხი წელი სათავეში ედგა მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეთა რეიტინგს, რიოსსთან ბრძოლის მომენტში კი 10 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც პაკიაო ამ კლასიფიკაციის საუკეთესო ათეულში იმყოფება. მენის აზრით, იმის დასამტკიცებლად, რომ არ დაუკარგავს საკრივო თვისებები და რეფლექსები, 24 ნოემბერს ნოკაუტით უნდა დაამარცხოს ბრენდონ რიოსი.
"მოდით დავივიწყოთ მარკესთან მარცხი და წინ ვიაროთ, - განაცხადა პაკიაომ. - ამან კიდევ უფრო გამიზარდა მოტივაცია. ისევ მინდა საუკეთესო გავხდე. უბრალოდ რიოსის დამარცხება საკმარისი არ არის. მე დიდ გამარჯვებას უნდა მივაღწიო. უნდა მოვაწყო დიდი შოუ მთელი მსოფლიოსთვის. ამისთვის კი საჭიროა მეტოქის ნოკაუტში გაგზავნა".
კლიჩკოების ოჯახი საუკეთესო აღარ არის
იაპონელმა ტყუპმა ძმებმა - კოკი, დაიკი და ტომოკი კამედებმა გადაფარეს უკრაინელი ვიტალი და ვლადიმერ კლიჩკოების მიღწევა ერთი ოჯახისთვის მოპოვებული ტიტულების რაოდენობით.
ორი დღის წინ, 22 წლის ტომოკი კამედამ ნამიბიელი პაულუს ამბუნდუ დაამარცხა და ჩამოართვა მას WBO-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 53.5-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.
კოკი კამედა 2010 წლის დეკემბრიდან ატარებს WBA-ის საჩემპიონო სარტყელს 53.5-კილოგრამამდე დივიზიონში. დაიკი კამედა კი 52.2-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBA-ის ჩემპიონი გახდა, თუმცა მან მალე დაკარგა ეს ტიტული. 2013 წლის 3 სექტემბერს, ის IBF-ის ჩემპიონობისთვის გაეჯიბრება მექსიკელ როდრიგო გერეროს.
კამედების გარდა, ერთ ოჯახში ერთზე მეტი ტიტული აქვთ ძმებ კლიჩკოებს. ვიტალი 2008 წლიდან ატარებს სუპერმძიმე წონაში WBC-ის საჩემპიონო სარტყელს, ვლადიმერი კი სამი ვერსიით (WBO, IBF, WBA) მსოფლიოს ჩემპიონია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვლადიმერ კლიჩკო მხოლოდ რინგზე ჩხუბობს