მსოფლიო 200-მილიონიანი კრივის მოლოდინში

AutoSharing Option
როგორც ჩანს, საკრივო სამყაროში მორიგი სუპერბრძოლა იგეგმება. პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერი ბრიტანეთის დაპყრობას აპირებს.

იტყობინებიან, რომ 36 წლის ამერიკელის გუნდი მოლაპარაკებებს აწარმოებს ბრიტანელი მოკრივის, ამირ ხანის წარმომადგენლებთან. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ლაპარაკია მომავალი წლის მაისში შესაძლო ბრძოლის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ფლოიდმა ერთხელ უკვე განაცხადა - მომავალი ბრძოლის გამართვას 2014 წლის გაზაფხულზე ვაპირებო.

სხვადასხვა წყარო ამტკიცებს, რომ მეივეზერს ეს ბრძოლა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით აინტერესებს. იმ შემთხვევაში, თუ ამ შეხვედრის ჩატარებაზე კონტრაქტი გაფორმდება, ორივე მოკრივეს ეს 200 მილიონ დოლარს მოუტანს. ასეთი ჰონორარი
იმით არის განპირობებული, რომ ბრიტანული ტელევიზია ძალიანაა დაინტერესებული მსგავსი სუპერბრძოლის ჩატარებით.

ამ თანხის დიდ ნაწილს, რა თქმა უნდა, მეივეზერი მიიღებს, ხანი კი მხოლოდ ექვს მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ჯერჯერობით უცნობია, როდის დასრულდება მოლაპარაკებები მხარეებს შორის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ამირ ხანი ფლოიდ მეივეზერს ემუქრება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული