ომი მწვრთნელებმა დაიწყეს

AutoSharing Option
ფილიპინელი მენი პაკიაოსა და ამერიკელი ბრენდონ რიოსის მწვრთნელებმა ჩხუბი აუტეხეს ერთმანეთს ღია ვარჯიშის დროს, რომელიც გუშინ, ჩინეთის ქალაქ მაკაოში გაიმართა.

კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პაკიაოს მწვრთნელმა ფრედი როუჩმა რიოსის წარმომადგენელს სპორტული დარბაზის დატოვება თხოვა, რადგან მათი სავარჯიშო დრო ამოწურული იყო. რიოსის მწვრთნელმა რობერტ გარსიამ განაცხადა, რომ მათ კიდევ სჭირდებოდათ დრო, რაზეც როუჩმა კოლეგას “უტვინო მექსიკელი” და “ნეხვის გორა” უწოდა.

ამის შემდეგ, კონფლიქტში ჩაერია ალექს არისა - ფიზიოთერაპევტი ამერიკელი მოკრივის გუნდში. არისამ გააჯავრა როუჩი, რომელიც პარ
კინსონის ავადმყოფობით არის დაავადებული, შემდეგ კი მოულოდნელად მიუახლოვდა მას და მკერდის არეში დაარტყა. გრანდიოზული ჩხუბი აღკვეთა დარბაზის დაცვამ, რომელმაც როუჩი ქუჩაში გაიყვანა. ჩხუბის ჩანაწერი Youtube-ზეა განთავსებული.

ჩხუბის შემდეგ რობერტ გარსიამ განაცხადა, რომ კონფლიქტს წამომწყები სწორედ როუჩი იყო, რომელმაც კოლეგა უმიზეზოდ შეურაცხყო. მწვრთნელმა დაამატა, რომ ამერიკელმა კამათისას, არაერთხელ მოიშველია უწმაწური სიტყვები მექსიკელებისა და ებრაელების მისამართით. არისამ კი თქვა, რომ იძულებული გახდა ჩარეულიყო, რადგან როუჩი უკვე უკონტროლო ხდებოდა.

თავად პაკიაოს მწვრთნელი უარყოფს რასიზმში ყველანაირ ბრალდებას. როუზმა აღიარა, რომ მართლაც უწოდა ერთ-ერთი რეპორტიორს ებრაელი, მაგრამ ეს იმიტომ გააკეთა, რომ არ იცოდა მისი სახელი.

რიოსი მწვრთნელების ჩხუბის დროს ველოტრენაჟორზე ვარჯიშობდა, პაკიაო კი საწვრთნელ დარბაზში საერთოდ არ იმყოფებოდა.

რიოსისა და პაკიაოს ბრძოლა 23 ნოემბერს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩატარდება პაკიაოსა და მეივეზერის ბრძოლა ოდესმე?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული