ფლოიდ მეივეზერმა არგენტინელი აირჩია

AutoSharing Option
ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი 3 მაისს, ლას ვეგასში არგენტინელ მარკოს მაიდანას შეხვდება.

37 წლის მეივეზერი ნახევრად საშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონია, 30 წლის მაიდანა კი WBA-ს ტიტულს ფლობს. მათ შორის ბრძოლა სწორედ ამ ტიტულების გამაერთიანებელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ფლოიდ მეივეზერი რამდენიმე თვის განმავლობაში ირჩევდა მომდევნო ბრძოლისთვის მოწინააღმდეგეს და საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხმის მიცემის მეშვეობით შესთავაზა საკუთარ გულშემატკივრებს მეტოქის არჩევა. მაშინ ამერიკელმა ფანებს ორი კანდიდატურა წარუდგინა - ბრიტანელი ამირ ჰანი და მარკოს მაიდანა.

"მოხარული ვარ, რომ
მეივეზერის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება მომეცა,
- მოჰყავს მაიდანას სიტყვები სააგენტო AP-ს. - შანსი მომეცა, საკუთარი შესაძლებლობები ვაჩვენო მთელ მსოფლიოს. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი მომზადებით შემიძლია გავხდე პირველი მოკრივე, ვინც მეივეზერს დაამარცხებს".

"მაიდანას ბოლო ბრძოლამ მაიძულა, მისთვის ყურადღება მიმექცია,
- განაცხადა მეივეზერმა. - ვფიქრობ, ბრწყინვალე ბრძოლა გამოვა. მაიდანა ძალიან ტექნიკურია და მისგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება ხიფათს ელოდო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოოო მართლაა კაიი სანახაობა იქნება მაიდანას საცოდაობა იქნება, ვერცკი წარმოუდგენია სად გაყო თავიი...
bacho
22:23 05-03-2014
0

სიახლეები პოპულარული