ფლოიდმა ხანი გამოიწვია

AutoSharing Option
მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეთა რეიტინგის ლიდერმა, 37 წლის დაუმარცხებელმა ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა ბრძოლის შესახებ წინადადებით მიმართა პირველ ნახევრად საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონს, ბრიტანელ ამირ ხანს, მაგრამ ამერიკელმა ერთი პირობა წამოაყენა: ხანმა 3 მარტს, საკრივო შოუს დროს უნდა დაამარცხოს სამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ედრიენ ბრონერი. სწორედ ამ შოუზე შედგება მეივეზერის ბრძოლა ნახევრად საშუალო წონაში WBA-ს მსოფლიოს ჩემპიონთან, მარკო მაიდანასთან.

"3 მარტს რთული ბრძოლა მელოდება და სხვა შეხვედრები არ მაინტერესებს, მაგრამ თუ ამირ ხანი იმ საღამოს ედრიან ბრონერს შეხვდება და დაამარცხებს
მას, მე შევხვდები ბრიტანელს",
- ამბობს მეივეზერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული