ლევან ღვამიჩავამ სან ფრანცისკოში ჯონათან გარსია ნოკაუტით დაამარცხა

AutoSharing Option
ქართველმა მოკრივე ლევან ღვამიჩავამ (66,7 კგ) არც ისე დიდი ხანია, რაც პროფესიულ რინგზე გადაინაცვლა. თუმცა 14 პაექრობის გამართვა მოასწრო, საიდანაც 12-ში გაიმარჯვა (9 - ნოკაუტით), ერთი ფრედ დაამთავრა და ერთი პაექრობაც დათმო.

გულშემატკივრები ინტერესით მოელოდნენ მის მე-15 ორთაბრძოლას ამერიკელ ჯონათან გარსიასთან, რომელიც სან ფრანცისკოში (კალიფორნიის შტატი, აშშ) გაიმართა.

პირველ რაუნდში მასპინძელი იყო აქტიური და მისი ერთ-ერთი შეტევის შემდეგ ღვამიჩავა ნოკდაუნშიც აღმოჩნდა. პაექრობის ამგვარმა დასაწყისმა ქართველ მოკრივეზე დადებითად იმოქმედა - მეორე რაუნდში გარსიამ მისი იერიშების მოგერიება ვერ შეძლო და ნოკაუტში აღმოჩნდა.
ღვამიჩავამ პროფესიულ რინგზე მე-13 გამარჯვება იზეიმა.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავ ლევან კოველტვის მჯეროდა სენი
avtandili
12:45 14-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული