მეივეზერ-პაკიაოს ჩხუბში 200 მილიონს იხდიან

AutoSharing Option
საინვესტიციო ჯგუფი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან პროფესიული კრივის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ბრძოლის ორგანიზებას აპირებს. ლაპარაკია ამერიკელი ფლოიდ მეივეზერისა და ფილიპინელი მენი პაკიოას ორთაბრძოლაზე. შეხვედრის სავარაუდო თარიღად 2015 წლის აპრილს ან მაისს ასახელებენ.

"გავეცი განკარგულება - გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ნანატრი ბრძოლა იხილოს კრივის სამყარომ. ეჭვგარეშეა, ბრძოლის ორივე მონაწილე აქამდე არნახულ ჰონორარს მიიღებს. შეხვედრის საერთო საპრიზო ფონდი 200 მილიონ დოლარს მიაღწევს. ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს", - განაცხადა საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელმა აკბარ მუჰამადმა.

საერთო ჰონორარის განაწილება, სავარაუდოდ,
ასე მოხდება: მეივეზერი, რომელსაც პროფესიულ რინგზე 47-დან ყველა შეხვედრა აქვს მოგებული, 110 მილიონს მიიღებს, პაკიაოს კი დაახლოებით 90 მილიონი ერგება. ფილიპინელს პროფესიონალებში 64 ბრძოლა აქვს ჩატარებული, აქედან 57 მოიგო, ხუთჯერ დამარცხდა და ორი ბრძოლა ფრედ დასრულდა.

* * *
ამასობაში მენი პაკიაომ გადაწყვიტა გაყიდოს საკუთარი სახლი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში. როგორც ირკვევა, პაკიაოს მეზობლები სტუმრების გამო ხშირად უჩივიან.

"მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და არანაირ მოთხოვნებს არ ვუყენებ საკუთარ სტუმრებს, თუნდაც ისინი მოკლე შარვლებში გამოწყობილნი გამოცხადნენ ჩემთან. ამიტომაც, თუ მყიდველი მოიძებნება, გავყიდი საკუთარ სახლს", - განაცხადა პაკიაომ.

მოკრივის სახლი მანილას ერთ-ერთ რესპექტაბელურ რაიონში მდებარეობს. მეზობლები რეგულარულად გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმით, თუ როგორ არიან ჩაცმულნი მენის სტუმრები. 2011 წელს მოკრივის სახლის ღირებულება 9 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული