ახალი ხალხი ფლოიდ მეივეზერისთვის

AutoSharing Option
ტელეკომპანია Showtime-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა სტივენ ესპინოსამ დაუმარცხებელ ამერიკელთან, ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლის ახალი პრეტენდენტები დაასახელა. მისი თქმით, თუ მეივეზერი ვერ შეძლებს ფილიპინელ მენი პაკიაოსთან მოლაპარაკებას, ამ შემთხვევაში პუერტორიკოელ მიგელ კოტოს ან ბრიტანელ ამირ ხანს შეხვდება.

"მეივეზერი აუცილებლად იბრძოლებს 2 მაისს. პაკიაოსთან ბრძოლა პრიორიტეტია, მაგრამ თუ ეს ვარიანტი არ განხორციელდა, მაშინ აირჩევს კოტოსა და ხანს შორის", - განაცხადა ესპინოსამ.

მეივეზერსა და პაკიაოს შორის მოლაპარაკებები ნახევარ წელიწადზე მეტია გრძელდება. ფილიპინელის მხარე დათანხმდა ამერიკელის პირობებს. კერძოდ, ფლოიდის წარმომადგენლებმა მოითხოვეს ჰონორარის გაყოფა მეივეზერის სასარგებლოდ (60
პროცენტი 40-ის წინააღმდეგ), დოპინგ-ტესტის გავლა და ბრძოლის თარიღისა და ადგილის არჩევა. პაკიაოს პრომოუტერებმა შეათანხმეს ეს დეტალები, მაგრამ ფლოიდს დღემდე არ მოუწერია ხელი კონტრაქტზე.

მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილების მიღება ტელეკომპანიების - Showtime-ისა და HBO-ს გამო ჭიანურდება. პირველს გააჩნია მეივეზერის ბრძოლების ჩვენების ექსკლუზიური უფლება, მეორეს ანალოგიური კონტრაქტი აქვს პაკიაოს ბრძოლებზე. კომპანიებმა ვერ მოილაპარაკეს - რა პირობებში შედგება "საუკუნის ბრძოლის" ტრანსლაცია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული