მეივეზერი-პაკიაოს ბრძოლაზე VIP-ბილეთის ფასი 65 ათასი დოლარი იქნება

AutoSharing Option
მცდარი აღმოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფლოიდ მეივეზერსა და მენი პაკიაოს შორის 2 მაისს დანიშნული ბრძოლის ბილეთები 15 წუთში გაიყიდა. ოფიციალურად "საუკუნის ბრძოლაზე" დასასწრები ბილეთების რეალიზაცია ჯერ არ დაწყებულა, თუმცა კულუარებში სერიოზული ბრძოლაა გაჩაღებული კრივის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაზე დასასწრებად.

რაც შეეხება VIP-ბილეთებს, ჩვეულებრივ, მათ უფასოდ ურიგებენ სხვადასხვა დარგში ვარსკვლავებს, მაგრამ ამჯერად ვერც ერთი ცნობილი ადამიანი ვერ შეძლებს ამ ბრძოლაზე უფასოდ შესვლას. როგორც იტყობინებიან, ერთი VIP-ბილეთის ფასი დაახლოებით 65 ათასი დოლარი იქნება.

"ვერავინ მიიღებს ბილეთს უფასოდ, - განაცხადა პაკიაოს პრომოუტერმა
ბობ არუმმა
. - ბილეთების ძირითადი ნაწილი ეკუთვნის "MGM გრანდ"-ს, სადაც გაიმართება ეს ბრძოლა. ამიტომაც, როცა ამ საკითხზე მირეკავენ, სწორედ იქ ვუშვებ მათ განაცხადის შესავსებად. MGM განაცხადს მიიღებს მხოლოდ იმათგან, ვისი საკრედიტო ხაზი მინიმუმ 250 ათას დოლარს შეადგენს".

რაც შეეხება ჩვეულებრივ ბილეთებს, არსებობს ვარაუდი, რომ საერთო გაყიდვაში მათი მცირე ნაწილი გამოვა. ამ მომენტისთვის ერთი ბილეთის საშუალო ფასი 10 ათას დოლარს უდრის, მაგრამ მათი შეძენა კრივის სამყაროს ყველა წარმომადგენელს არ შეეძლება, აღარაფერს ვამბობთ ჩვეულებრივ გულშემატკივრებზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული