2 მაისს 300 მილიონი თამაშდება

AutoSharing Option
ფილიპინელი მოკრივის, მენი პაკიაოს პრომოუტერმა ბობ არუმმა დაადასტურა, რომ მისი კლიენტი დათანხმდა ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლის საერთო ჰონორარის 40 პროცენტს.

მეივეზერისა და პაკიაოს ჩხუბი 2 მაისს ლას ვეგასში გაიმართება.

"თუ ყველანაირ შემოსავალს დავითვლით, ჰონორარის საერთო თანხა 300 მილიონ დოლარს გაუტოლდება. აქედან 60 პროცენტი, ანუ 180 მილიონი მეივეზერს ეკუთვნის, 40 პროცენტი (120 მილიონი) კი პაკიაოსია. ფლოიდს უყვარს ავტომობილები და შეუძლია იმდენი შეიძინოს, რომ კმაყოფილი ჰყავდეს ლას ვეგასში ყველა ავტოდილერი. ვიცი, რომ პაკიაოს შემოსავლის დიდი ნაწილი ფილიპინებში ქველმოქმედებას მოხმარდება", - განაცხადა არუმმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული