როი ჯონსმა 60 მოგება დააგროვა

AutoSharing Option
ამერიკელმა მოკრივემ როი ჯონსმა პროფესიულ კარიერაში მე-60 გამარჯვება მოიპოვა - შაბათს, მან ნოკაუტით დაამარცხა თანამემამულე უილი უილიამსი.

ბრძოლა ჩრდილოეთ კაროლინას ოლქ კაბერუსში გაიმართა. 46 წლის ჯონსმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და უკვე მეორე რაუნდში ნოკაუტში გაუშვა 36 წლის მეტოქე.

ჩხუბის შემდეგ ჯონსმა განაცხადა, რომ პირველ მძიმე წონაში (90.7-კილოგრამამდე) ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის იმედი აქვს. ამ მომენტისთვის, აღნიშნულ კატეგორიაში სხვადასხვა ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონები არიან: რუსები დენის ლებედევი (WBA), გრიგორი დროზდი (WBC), კუბელი ხუან პაბლო ერნანდესი (IBF) და გერმანელი მარკო ჰუკი (WBO).

ჯონსმა პროფესიული
კარიერა 1989 წელს დაიწყო და სულ 68 ბრძოლა ჩაატარა. ის მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი იყო ნახევრადმძიმე წონაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული