38 წლის ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა (47-0, 26KO) და 36 წლის ფილიპინელმა მენი პაკიაომ (57-5-2, 38KO) ლას-ვეგასში გასამართი ორთაბრძოლის წინ აწონვის პროცედურა გაიარეს.
"საუკუნის ბრძოლა", რომელსაც კრივის მოყვარულები სულმოუთმენლად ელიან, MGM Grand Garden Arena-ზე თბილისის დროით 3 მაისს, დილის 6:00 სთ-ზე დაიწყება და მასში WBA-ს, WBC-ს და WBO-ს ვერსიებით ნახევრად საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულები გათამაშდება.
წესის თანახმად, მოკრივეთა წონას 147 ფუნტისთვის (66,7 კგ) არ უნდა გადაეჭარბებინა. მეივეზერმა სასწორზე 146 ფუნტი (66,2 კგ) უჩვენა, პაკიაომ - 145 ფუნტი (65,8 კგ).
"მე მას მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ ბრძოლის გამართვა შესაძლებელი გახდა. ეს გულშემატკივრებს ეკუთვნით. უფრო დიდი მასის მქონე მეტოქეებთან მიჩხუბია და ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხვალ ღმერთი იქნება ჩემთან", - თქვა პაკიაომ აწონვის შემდეგ.
თავის მხრივ მეივეზერმა აღნიშნა, რომ მისი ამოცანა მთლიანად ბრძოლაზე კონცენტრირებაა.
"არაფერი ვუპასუხე. მე მხოლოდ მამაჩემის რჩევებს უნდა ვუგდო ყური. რომ არა ის, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი. კრივს ჩემი ცხოვრების 20 წელი მივუძღვენი. მე მზად ვარ ბრძოლისთვის", - თქვა ამერიკელმა.
ფილიპინელი მოკრივის (ჩემპიონი WBO-ის ვერსიით) ანგარიშზე, რომელიც რვა წონით კატეგორიაში იყო მსოფლიოს ჩემპიონი, 57 გამარჯვება (38 ნოკაუტით), 5 მარცხი და 2 ფრეა. ბოლოს მან 23 ნოემბერს ამერიკელი კრის ალგიერი ქულებით დაამარცხა.
მეივეზერს, რომელიც საჩემპიონო ქამრებს WBA-სა და WBC-ის ვერსიებით ფლობს, ტიტული ხუთ წონით კატეგორიაში მოუპოვებია. მის აქტივში 47 გამარჯვება (28 ნოკაუტით) და არცერთი მარცხია.
ასევე იხილეთ:
დიდი ბრძოლის დრო მოვიდა
14:40 02-05-2015
მეივეზერი VS პაკიაო - აწონვა და კომენტარები "საუკუნის ბრძოლის" წინ [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გაიხარე ამ სტატიისთვის, იქნებ ლინკი განათავსოთ , რომ შევძლოთ ამ ბრძოლის ყურება. რაც მეტ სტატიას დაწერთ კრივზე უკეთესია.
0
0
მოსკოვის პირველი არხი აჩვენებს პირდაპირ ეთერში
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული