ამირ ხანმა ფლოიდ მეივეზერი გამოიწვია

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე გამართული ბრძოლებიდან ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა ბრიტანელი ამირ ხანისა (30-3, 19KO) და ამერიკელი კრის ალგიერის (20-1, 8KO) დაპირისპირება ნახევრად საშუალო წონაში WBC-ის "ვერცხლის ქამრისთვის".

პირველ ნომრად ამერიკელი მოქმედებდა, მაგრამ იმის გამო, რომ კრისი არასოდეს გამოირჩეოდა ბრძოლის ასეთი მანერით, ეს უადვილებდა ამოცანას ხანს. მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ალგიერის ასეთმა მოულოდნელმა აქტიურობამ კინაღამ მოიტანა შედეგი პირველი რაუნდის ბოლოს, როცა სულ მცირე დააკლდა მოწინააღმდეგის ნოკდაუნში გაშვებამდე.

დანარჩენ შემთხვევებში კი ხანი ჯაბნიდა ამერიკელს. ბრიტანელი, ჩვეულებისამებრ, ბევრს მოძრაობდა და დიდი რაოდენობით დარტყმებს
ასრულებდა. ამის ხარჯზე მოიპოვა ქულებით დამსახურებული გამარჯვება - 115:113, 117:111, 117:111.

ბრძოლის შემდეგ ბრიტანელმა პირდაპირ რინგიდან ესროლა გამოწვევა დაუმარცხებელ ფლოიდ მეივეზერს: "ამირ ხანს ფლოიდ მეივეზერთან ჩხუბი სურს. მინდა, რომ ის იყოს შემდეგი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული