ბექა ლობჟანიძე ლონდონში დერეკ ჩისორას ეჩხუბება

AutoSharing Option
24 ივლისს ქართველი პროფესიონალი მოკრივე ბექა ლობჟანიძე ლონდონში ბრძოლას გამართავს სკანდალურად ცნობილ მძიმეწონოსან დერეკ ჩისორასთან.

ბრიტანელი ჩისორა 31 წლისაა, ხოლო ლობჟანიძე - 34 წლის. გორელ მოკრივეს 16 ორთაბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგანაც მან 13 მოიგო (11 ნოკაუტით) და სამი წააგო (სამივე ნოკაუტით). ჩისორას 25-დან 20 ბრძოლა აქვს მოგებული.

2012 წელს ჩისორამ საჩემპიონო ბრძოლა დათმო ვიტალი კლიჩკოსთან, ხოლო იმავე წელს დევიდ ჰეის პრესკონფერენციაზე ეჩხუბა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული