ფლოიდ მეივეზერისთვის პირველი მეივეზერია

AutoSharing Option
პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა ყველა დროის საუკეთესო მოკრივეებს შორის საკუთარი თავი პირველ ადგილზე დააყენა.

მეორე ადგილი ფლოიდმა პანამელ რობერტო დიურანს არგუნა, მესამე - თავის თანამემამულე პერნელ უიტაკერს. მეოთხე ადგილზე გავიდა მექსიკელი ხულიო სეზარ ჩავესი, ხოლო მეხუთე ადგილი მოჰამედ ალის ერგო.

"თითოეულ მათგანს ძალიან დიდ პატივს ვცემ", - განაცხადა მეივეზერმა.

ამ რეიტინგის ავტორს შეეკამათა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი, ბრიტანელი ლენოქს ლუისი. მისი აზრით, ასეთ სიაში პირველი ადგილი სწორედ მას ეკუთვნის და არა ფლოიდ მეივეზერს.

"მე ვარ
ბოლო აბსოლუტური ჩემპიონი სუპერმძიმე წონაში. აქედან გამომდინარე, ალბათ, საუკეთესო მოკრივე გახლავართ", - განაცხადა ლუისმა პორტალ BoxingScene-თან ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული