მენი პაკიაოს პრიორიტეტი - ამირ ხანი

AutoSharing Option
ფილიპინელი მენი პაკიაოს გუნდმა დაასახელა პოტენციური მეტოქეების მოკლე სია. მოკრივის ერთ-ერთმა მრჩეველმა მაიკლ კონცმა მომავალი წლის დასაწყისში გასამართი ბრძოლისთვის ყველაზე სასურველ მეტოქედ ბრიტანელი ამირ ხანი დაასახელა.

პაკიაო აგრძელებს აღდგენას მხარის ტრავმის შემდეგ. მენის დაბრუნება რინგზე 2016 წლის თებერვალი-აპრილის პერიოდში იგეგმება. ეს იქნება ფილიპინელის პირველი ბრძოლა 2 მაისს, ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან წაგების შემდეგ.

ცოტა ხნის წინ, პაკიაოს პრომოუტერმა ბობ არუმმა დაასახელა ხუთი პოტენციური მეტოქის გვარი: ხანი, კროუფორდი, ბრუკი, მატისე და მარკესი. თუმცა, ამ უკანასკნელმა, უარი განაცხადა ფილიპინელთან რიგით მეხუთე ბრძოლაზე.

"ვფიქრობ,
საუკეთესო არჩევანია - ამირ ხანი. მეორე ადგილზეა - კელ ბრუკი", - განაცხადა მაიკლ კოცმა.

* * *
ამასობაში, მსოფლიოს საუკეთესო მოკრივემ, ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა ინტრიგა დაუმატა კამათს პროფესიულ რინგზე სავარაუდო დაბრუნების შესახებ.

გასულ უქმეებზე, ლას ვეგასში გამართული საკრივო შოუს დროს, მეივეზერმა ჟურნალისტთან საუბარში ასეთი რამ თქვა: "არ დავბრუნდები, მაგრამ..." თუმცა, მოგვიანებით, ამერიკელმა დაამატა, რომ კმაყოფილია რინგის მიღმა ცხოვრებით.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, ლას ვეგასში, მეივეზერმა თანამემამულე ანდრე ბერტო ქულებით დაამარცხა, კარიერაში 49-ე გამარჯვება მოიპოვა და კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. მან ისე დატოვა პროფესიული კრივი, რომ ერთი მარცხიც არ განუცდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული