პაკიაო აგრძელებს აღდგენას მხარის ტრავმის შემდეგ. მენის დაბრუნება რინგზე 2016 წლის თებერვალი-აპრილის პერიოდში იგეგმება. ეს იქნება ფილიპინელის პირველი ბრძოლა 2 მაისს, ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან წაგების შემდეგ.
ცოტა ხნის წინ, პაკიაოს პრომოუტერმა ბობ არუმმა დაასახელა ხუთი პოტენციური მეტოქის გვარი: ხანი, კროუფორდი, ბრუკი, მატისე და მარკესი. თუმცა, ამ უკანასკნელმა, უარი განაცხადა ფილიპინელთან რიგით მეხუთე ბრძოლაზე.
"ვფიქრობ,
* * *
ამასობაში, მსოფლიოს საუკეთესო მოკრივემ, ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა ინტრიგა დაუმატა კამათს პროფესიულ რინგზე სავარაუდო დაბრუნების შესახებ.
გასულ უქმეებზე, ლას ვეგასში გამართული საკრივო შოუს დროს, მეივეზერმა ჟურნალისტთან საუბარში ასეთი რამ თქვა: "არ დავბრუნდები, მაგრამ..." თუმცა, მოგვიანებით, ამერიკელმა დაამატა, რომ კმაყოფილია რინგის მიღმა ცხოვრებით.
შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, ლას ვეგასში, მეივეზერმა თანამემამულე ანდრე ბერტო ქულებით დაამარცხა, კარიერაში 49-ე გამარჯვება მოიპოვა და კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. მან ისე დატოვა პროფესიული კრივი, რომ ერთი მარცხიც არ განუცდია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"