ვლადიმირ კლიჩკოს გეგმები: ჯერ ფიური, შემდეგ რიო

AutoSharing Option
უკრაინელმა სუპერმძიმეწონოსანმა, მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ვლადიმირ კლიჩკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სურვილი - მონაწილეობა მიიღოს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაში.

"ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა - პროფესიონალ მოკრივეებს რიოში გამოსვლის ნება დართონ, მაგრამ ეს საკითხი ჯერ მოგვარებული არ არის. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ პროფესიონალს მოყვარულებთან პრობლემები შეექმნება სტილის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უპირველესი ამოცანაა - ტაისონ ფიურისთან რევანში, რიოს ოლიმპიადა არ მავიწყდება. თუ საშუალება მომეცემა, იქ აუცილებლად გამოვალ. ფანტასტიკური გრძნობა იქნება - ატლანტას თამაშებზე ოქროს მოპოვებიდან 20 წლის თავზე, ისევ ოლიმპიადაზე გამოსვლა", -
თქვა კლიჩკომ.

შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში, ბრიტანელი ტაისონ ფიურის პრომოუტერმა დაადასტურა მატჩ-რევანში კლიჩკოსთან. ბრძოლის ჩატარების წინასწარი თარიღია - 2016 წლის ივნისი.

2016 წლის პირველ მარტს, სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაციამ გამოაცხადა რეგლამენტში ცვლილების შესახებ, რომელიც პროფესიონალ მოკრივეებს 2016 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებას მისცემს. ეს ცვლილება ივნისში უნდა მიიღონ.

ოლიმპიური თამაშები 5-21 აგვისტოს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული