37 წლის მოკრივე, რომელმაც 9 აპრილს კარიერაში უკანასკნელი ბრძოლა უნდა ჩაატაროს, ლოს ანჯელესის იაპონურ რესტორანში ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად სადილობდა.
რესტორნიდან გამოსვლისას, უცნობი მამაკაცი პაკიაოს თავს დაესხა და დარტყმა სცადა. თავდამსხმელი მოკრივის პირადმა მცველებმა შეაჩერეს, რომლებსაც მენიმ უბრძანა, რომ არ დაერტყათ უცნობისთვის. გაზეთ Star-ის ინფორმაციით, მამაკაცი ფილიპინელის მისამართით უწმაწურ სიტყვებს ისროდა.
პაკიაომ პოლიცია არ გამოიძახა და თავდამხსმელის გაშვება ბრძანა.
შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს, მენი პაკიაომ სექსუალური
9 აპრილს, ლას ვეგასში პაკიაო ამერიკელ ტიმოტი ბრედლის შეხვდება და ეს იქნება ბოლო ბრძოლა ფილიპინელის კარიერაში. სულ პროფესიულ რინგზე ფილიპინელმა 65 ბრძოლა ჩაატარა და მოიგო 57 (38 - ნოკაუტით).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"