როგორც გამოცემა The Sun წერს, ფლოიდის მეტოქე იქნება შერეული ორთაბრძოლების (UFC) ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი. მხარეებს მხოლოდ ჰონორარზე შეთანხმება და კონტრაქტზე ხელის მოწერაღა რჩებათ.
როგორც ამბობენ, ბრძოლა კრივის წესებით გაიმართება და მას აქამდე არნახული ჰონორარი ექნება - ერთი მილიარდი დოლარი. ოფიციალურად, ბრძოლის შესახებ უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
აღნიშნავენ, რომ ამერიკელი მოკრივე ძალიან გააბრაზა ირლანდიელი მებრძოლის სიტყვებმა. მან განაცხადა, რომ 30 წამში შეძლებს მეივეზერის დამარცხებას. ამიტომაც, ფლოიდს სურს რინგზე ასწავლოს ჭკუა მაკგრეგორს.