ტაისონ ფიურიმ ბრძოლა გადადო

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში ორი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, ბრიტანელმა ტაისონ ფიურიმ კიდევ ერთხელ გამოლანძღა უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკო, რის შემდეგაც, მასთან მომავალი ბრძოლის გადადების შესახებ გამოაცხადა.

"ამასწინ, ვლადიმირ კლიჩკომ განაცხადა, რომ ჰიტლერს ვგავარ. როგორც ჩანს, ვლადიმირი აბსოლუტურად გაუნათლებელი ადამიანია. მან არ იცის, რომ ჰიტლერმა ასობით ათასი ბოშა დახოცა. ჩემთვის მისი სახელით მომართვა ძალიან მძიმე შეურაცხყოფაა, რადგან ჩემი ბევრი წინაპარი ჰიტლერის რეჟიმს ემსხვერპლა. ასე რომ, ეს დიდი შეურაცხყოფაა, მეგობარო. მოდი, შეგახსენებ, რომ შენი ერის წარმომადგენლები, უკრაინელები სიკვდილის ბანაკებში მსახურობდნენ და ჩემი ხალხი დასახვრეტად მიჰყავდათ.
შენ უტვინო უკრაინელი ფალოსი ხარ", - უპასუხა კლიჩკოს ამასწინდელ განცხადებას ფიურიმ.

მოგვიანებით, ფიურიმ კიდევ ერთი მიმართვა გამოსცა, რომელშიც განაცხადა, რომ ბრძოლა კლიჩკოსთან ბრიტანელის ტრავმის გამო გადაიდო. ფიურიმ ეს დაზიანება ვარჯიშზე მიიღო.

"მითხრეს, რომ მოტეხილობა არ არის, მაგრამ ძალიან გადავიბრუნე ფეხი და ახლა, ის ექვსი-შვიდი კვირა თითქმის უმოძრაოდ უნდა მქონდეს", - თქვა ფიურიმ.

ბრიტანელსა და უკრაინელს შორის ბრძოლა 9 ივლისისთვის იყო დაგეგმილი. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ეს შეხვედრა, თუმცა ის შეიძლება საერთოდ არ შედგეს. საქმე ისაა, რომ დადებითი შედეგი აჩვენა ფიურის დოპინგ-სინჯმა, რომელიც 2015 წლის მარტში აიღეს, - ამტკიცებს გაზეთი The Mirror.

თუ აკრძალული პრეპარატების გამოყენების ფაქტი დამტკიცდა, მაშინ ბრიტანელს ყველა ტიტულს ჩამოართმევენ და დისკვალიფიკაციას მისცემენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული