მენი პაკიაო ჩამოხრჩობის მომხრეა

AutoSharing Option
ლეგენდარული მოკრივე, ფილიპინების სენატორი მენი პაკიაო ითხოვს, რომ ქვეყნაში სიკვდილით დასჯა დამნაშავის ჩამოხრჩობით განხორციელდეს.

"სასჯელის უმაღლესი ზომა უნდა ასრულდეს ჩამოხრჩობით. გარდა ამისა, კანონმა უნდა უზრუნველყოს, რომ ექიმები არ მონაწილეობდნენ ადამიანების მკვლელობაში", - განაცხადა პაკიაომ.

ყოფილმა ჩემპიონმა დაამატა, რომ სიკვდილით დასჯა უნდა გამოიყენებოდეს გაუპატიურების, მკვლელობის, ნარკოტიკებით ვაჭრობის, ადამიანების გატაცების და ლეტალური შედეგით დასრულებული ქურდობის შემთხვევებში.

შეგახსენებთ, 2016 წლის მაისში პაკიაომ გამოაცხადა, რომ პოლიტიკოსის კარიერაზე აპირებს აქცენტის გაკეთებას. 12 მაისს, ის ფილიპინების სენატში აირჩიეს და ამ რანგის 24 ჩინოვნიკიდან ერთ-ერთი გახლავთ ქვეყანაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული