მენი პაკიაო ბრუნდება - 5 ნოემბერს, ლას ვეგასში

AutoSharing Option
რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ფილიპინელი მენი პაკაიო დიდ კრივში ბრუნდება. კარიერის განახლება 5 ნოემბერს იგეგმება. ამ დღეს, პაკიაო (58-6-2, 38KO) უნდა შეხვდეს ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის ჩემპიონს, 27 წლის ამერიკელ ჯესი ვარგასს (27-1, 10KO).

ვარგასის გარდა, მენის სავარაუდო მეტოქეებად განიხილებოდნენ ტერენს კროუფორდი და ედრიენ ბრონერი, თუმცა, ფილიპინელის გუნდმა არჩევანი სწორედ ჯესიზე შეაჩერა. პაკიაოს მწვრთნელი მაიკლ კონცი ამბობს, რომ თავდაპირველად, მის შეგირდს ბრონერთან შეხვედრა სურდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ძალიან დიდი ჰონორარი მოითხოვა.

"მენისთვის ჯერ ადრეა კრივიდან წასვლა", - ბოლოსკენ დაამატა
კონცმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული