ტაისონ ფიური ნარკოტიკების მიღებაზე გამოიჭირეს

AutoSharing Option
როგორც ჩანს, უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკოსა და ბრიტანელი ტაისონ ფიურის მეორე შეხვედრა აღარ შედგება.

სუპერმძიმე წონაში WBA-სა და WBO-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ფიურიმ დადებითი დოპინგ-სინჯი ჩააბარა. მის ორგანიზმში კოკაინის კვალი აღმოჩნდა, - იტყობინება ESPN.

აღნიშნული დოპინგ-ტესტი 22 სექტემბერს ჩატარდა. დიდი ალბათობით, ფიურის ყველა საჩემპიონო ტიტულს ჩამოართმევენ.

შეგახსენებთ, რომ 29 ოქტომბერს უნდა გამართულიყო მატჩ-რევანში კლიჩკოსა და ფიურის შორის, მაგრამ ბრძოლა გაურკვეველი ვადით გადაიდო. მაშინ ოფიციალურ მიზეზად ბრიტანელი მოკრივის ტრავმა დასახელდა.

* * *
ამასობაში, WBA-ის პრეზიდენტმა ჯილბერტო მენდოსამ ESPN-ს განუცხადა, რომ თუ
ფიური უახლოეს ხანში ვერ შეძლებს რინგზე დაბრუნებას, მაშინ სუპერმძიმე წონაში WBA-ის ტიტული გათამაშდება ვლადიმერ კლიჩკოსა და ავსტრალიელი ლუკას ბრაუნის ბრძოლაში.

ამ მოკრივეების შეხვედრა 10 დეკემბერს, ჰამბურში უნდა გაიმართოს, თუმცა ეს ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაციაა, რადგან კლიჩკოსა და ბრაუნს შორის ბრძოლაზე კონტრაქტი გაფორმებული არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული