37 წლის პაკიოამ ამგვარი აღიარება მაშინ გააკეთა, როცა კომენტარი სთხოვეს ფილიპინების პრეზიდენტის როდრიგო დუტერტეს გადაწყვეტილებაზე - უმკაცრესი ბრძოლა დაიწყოს ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ. დუტერტემ განაცხადა, რომ არ გაჩერდება იქამდე, სანამ "უკანასკნელი ნარკომოვაჭრე არ იქნება მოკლული".
"პრეზიდენტმა არ იცის ნარკოტიკებთან ჩემი გამოცდილების შესახებ. გამისინჯავს ნარკოტიკი. ბევრი სახეობა, ყველა სახეობა. ეს იქამდე ხდებოდა, სანამ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდებოდი", - განაცხადა პაკიაომ.
მოკრივის სიტყვებით, ფილიპინებს
ფიური არ წასულა, მხოლოდ იხუმრა
გუშინ, სპორტული მედია გაახალისა ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა ტაისონ ფიურიმ, რომელიც ორი ვერსიით ფლობს საჩემპიონო ქამრებს.
ფიურიმ საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა კარიერის დასრულების შესახებ. "კრივი - ყველაზე ცუდი რამ იმათგან, რაშიც აქამდე მონაწილეობა მიმიღია. მე უდიადესი ვარ. და ვასრულებ კარიერას", - ასეთი იყო ბრიტანელის სიტყვები.
გავიდა რამდენიმე საათი და გაჩნდა ტაისონ ფიურის მომდევნო შეტყობინება. თურმე, მისი განცხადება კარიერის დასრულების შესახებ ხუმრობა ყოფილა და ის გააგრძელებს პროფესიულ რინგზე გამოსვლას.
"გეგონათ, იოლად მოიშორებდით მეფეს? მე ვრჩები. უდიადესმა უბრალოდ დაგანახათ, როგორ მუშაობს მედია. მალე უკეთ გავხდები და დავიცავ ჩემს ტიტულებს მძიმე წონაში", - დაწერა "ტვიტერზე" ფიურიმ, რომლის ბოლო დოპინგ-ტესტმა ორგანიზმში კოკაინის კვალი აღმოაჩინა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"