სანამ ციხეში გაემგზავრებოდა, კიკის ვუთხარი:
- როგორც კი განთავისუფლდები, ჩემი გოგო გახდები. სხვანაირად ჩვენს შორის ურთიერთობა არ იქნება. თავისუფლებას მოიპოვებ თუ არა, მხოლოდ შენი და ბავშვის
სიმართლე რომ ვთქვა, ვაპირებდი ექვსთვიანი გართობის მოწყობას. მადლობა ღმერთს, შიდსის ვირუსი ან რაღაც მსგავსი არ ავიკიდე. კიკი განაწყენებული იყო, რადგან სანამ ციხეში იმყოფებოდა, ჩემი რამდენიმე ფოტო ნახა, რომელშიც სხვა ქალებთან ერთად ვიყავი დაფიქსირებული. მას მოუწია ამის გადატანა. როცა ადამიანების ურთიერთობაზე ლაპარაკობ, უნდა შეურიგდე შენი პარტნიორის წარსულს. სულაც არ მრცხვენოდა იმის, რასაც ვაკეთებდი, რადგან ორ სრულიად განსხვავებულ სამყაროში ვცხოვრობდი. მე არ ვიცი, ვინ დაურეკა კიკის ან ვინ სტუმრობდა ციხეში. ეს არ მაღელვებდა.
18 მაისს, კანში ჩემი დოკუმენტური ფილმი უჩვენეს. კანში გადაფრენისას, კაიფში ვიყავი. თან წავიყოლე გოგონა კოლუმბიას ოლქიდან. და მთელი ეს დრო ერთად კარგად გავატარეთ. მან კიდევ რამდენიმე გოგონა მოიწვია და ერთად გვეძინა. წონადი მიზეზები გვქონდა გასართობად: ჩემმა ფილმმა კანში კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა. პრესას ამ ფილმზე საკუთარი მოკლე ანოტაცია მივეცი:
- ეს არის ბერძნული ტრაგედია. არსი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ტრაგედიის მთავარი ობიექტი - მე ვარ.
ლას ვეგასში დაბრუნების შემდეგ, გაუთავებელ ქეიფს ვაგრძელებდი. მე და ჩემს მეგობარს მარტინს ერთი ნაცნობი გვყავდა, რომელსაც პარისი ერქვა - ძველი და მაგარი ნაძირალა იყო. მინიმუმ 80 წლის იყო და მსხვილი ნარკომოვაჭრე გახლდათ. ის ლას ვეგასის ერთ-ერთ კაზინოში საქმეებს განაგებდა და მდიდრულად და მოდურად იცვამდა. მარტინი პარისთან უკვე 40 წელია მეგობრობდა და არ მოსწონდა, რომ მასთან ურთიერთობა გავაბი. მარტინს მიაჩნდა, რომ მას ცუდი გავლენა ჰქონდა ჩემზე და ნარკოტიკებისკენ მიბიძგებდა. თავად მარტინი სოფლის შტატიდან - მისისიპიდან იყო. მან დაინახა, როგორ ვიჯექი ნარკოტიკზე და მითხრა:
"შენ რა, ნარკომანი ხან ჰიმალაებიდან? ზანგო, ვიღაც ნეხვი ხომ არ ხარ. შენ ხომ კოკაინზე შეჯექი. როგორ შეგიძლია ამ სიბინძურის კეთება? შედეგი ის არის, რომ არც ფული გაქვს, არც მეძავები გყავს. არაფერი აღარ გაქვს, ზანგო!"
პარისიც კი გამირბოდა. ერთხელ გასართობად დავპატიჟე. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ დაინახა, როგორ მოვიხმარდი კოკაინს და რადგან ის მხოლოდ სუფთა კოკაინს იღებდა, მითხრა, რომ ქედმაღალი ნაძირალა ვიყავი:
- მაიკ, ეს სულაც არ გჭირდებათ. წადით თქვენს თეთრ მეგობრებთან, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ და მიიღეთ მათი ნარკოტიკი, რომელიც სადღაც იშოვნეს. თქვენ ვერ გაქაჩავთ ამ ნაგავს, მაიკ, თქვენ თეთრების ნარკოტიკი გჭირდებათ.
როცა პარისი გარდაიცვალა, დაკრძალვაზე მისი ნება გამოაცხადეს:
- ჩემი მეგობრები - მხოლოდ მარტინი და მაიკ ტაისონი არიან. მინდა, რომ მთელი ჩემი ქონება მათ დარჩეთ.
მაგრამ, რა ქონება უნდა ჰქონოდა ნარკომოვაჭრეს? ეს არის ნარკოტიკების მარაგი. დაკრძალვის შემდეგ, მარტინმა ეს ქონება ჩაიბარა და გადმომცა პარისის დანაბარები, რომ კოკაინი მე მეკუთვნოდა. მაგრამ, როცა მარტინს ნარკოტიკის გადმოცემა ვთხოვე, მან მიპასუხა:
- მაიკ, კარგად არ იქცევი. ახლა არ შემიძლია სუფთა სინდისით გადმოგცეთ ეს.
- კი მაგრამ, მარტინ, ეს ხომ ჩემია! რატომ არ უნდა მომცე ის, რაც მე მეკუთვნის?! შენ ხომ მამაჩემი არ ხარ!
- ჩემო ბიჭო, უბრალოდ, არ შემიძლია ამის გაკეთება.
მარტინი წმინდა წყლის ქრისტიანი-ბაპტისტი იყო სამხრეთი შტატებიდან. ის ყველა ცოდვას ჩადიოდა, რაც ბიბლიაშია ჩამოთვლილი, მაგრამ შეეძლო მომკვდარიყო და მოეკლა იესო ქრისტესთვის. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემთვის განკუთვნილი კოკაინი მარტინის სახლში ინახებოდა. ასე რომ, თავი უნდა დამეპატიჟებინა და მარტინთან ღამით დავრჩენილიყავი.
- კიკი ციხეშია. თქვენთან დავრჩები, - ვუთხარი მარტინს.
როგორც კი მარტინი სამსახურში წავიდა, მისი სახლის ჩხრეკა დავიწყე. კარადებში მინიმუმ ასი კოსტუმი ჰქონდა სტეისი ადამსისგან და ყველა ჯიბეში ჩავყავი ხელი კოკაინის მოსაძებნად.
"მაიკ, დამშვიდდი", - ვუბრძანე საკუთარ თავს. იმდენად აღგზნებული ვიყავი, რომ სულ დავსველდი ოფლისგან. "ყველაფერი წესრიგშია. გაიხსენე თავის გადარჩენის ინსტინქტი ჯურღმულებში. გაიხსენე შენი რაიონი. იქ რომ იყო, სად დამალავდი ნარკოტიკს?"
დავათვალიერე მარტინის იარაღი. გავსინჯე ყველა ფეხსაცმელი. საწოლის ქვეშ შევიხედე, მატრასის ქვემოთაც ვნახე. შემდეგ, ყველა ცარიელი კონსერვის ქილა შევამოწმე და კოკაინის პატარა შეკვრას მივადექი, რომელიც ვიღაცამ მისცა 20 წლის წინ. ძალიან ცოტა იყო. მასში მთელ ჭუჭყსა და მიკრობებს მოეყარა თავი ამ ოცი წლის განმავლობაში. უკვე თეთრი ფერისაც აღარ იყო, არამედ, რაღაც ნაცრისფერი და მწვანე ერთად. ორი საათის შემდეგ, დამლაგებელი მოვიდა.
- გაეთრიე აქედან! - დავუყვირე მას.
ეს იყო ესპანელი ქალი, რომელმაც ვერ გაიგო რა უნდოდა ამ გიჟს. ამიტომაც, მარტინს დაურეკა და მან მეორე დღეს მოსვლა უბრძანა ქალს.
დღის ბოლოს, მარტინი სახლში დაბრუნდა. დილით ფხიზელი გავიდა, მაგრამ სამსახურში მთელი დღე სვამდა, ამიტომაც საშინელი მთვრალი იყო. მან ბანდანა დაინახა, რომელიც მისაღებ ოთახში მაგიდაზე იდო, აიღო და იატაკზე ისროლა.
- აქ ქალი მოიყვანე, ნაძირალა! - მითხრა მან.
- არა, მარტინ, არავინ მომიყვანია, - ვუპასუხე მე.
- არა, აქ მეძავი იყო, - დაიჟინა მან.
მარტინთან ერთად ყოველთვის იყო ბიჭი გარეუბნიდან, რომელსაც ის ცოტა ფულს აძლევდა სხვადასხვა საშინაო საქმის მოსაგვარებლად. მე ავიღე ბანდანა და ვუთხარი:
- ბიჭო, როგორც ხედავ, ეს არის არა ქალის წინდა, არამედ, ბანდანა.
- ვიცი, ეს რა არის, - მიპასუხა ბიჭმა.
- მაშინ აუხსენი მას.
მაგრამ, მარტინი იმდენად მთვრალი იყო, რომ ვერ ამოიცნობდა ბანდანას, რომლითაც ყოველდღე, ძილის წინ, თავს იხვევდა.
თავის საძინებელში შესული მარტინი შოკში ჩავარდა.
- ღმერთო, რა მოხდა აქ? - ნაღვლიანად დაინტერესდა.
მისი საწოლი დავშალე, რადგან კოკაინი, შესაძლოა, კარკასის ფეხში ჰქონოდა დამალული. კომოდის ყველა უჯრა გამოღებული და გადაქექილი იყო. დავამტვრიე კედლის კარადა. სახლი ნანგრევებად ვაქციე.
- მაიკ, შენი დედაც, რატომ გააკეთე ეს? - მკითხა მან.
- იმიტომ, რომ კოკაინს ვეძებდი, - ვუპასუხე მე.
- ის ჩემს კაბინეტში, სეიფში შევინახე. აქ არ არის.
- მარტინ, რატომ არ მითხარი? უბრალოდ, რატომ არ მომეცი, ნაბიჭვარო? ის ჩემია.
- ჯანდაბა, არა! მას შემდეგ, რაც აქ ჩაიდინე, აღარ მოგცემ ამ ნაგავს!
და მართლაც, იმ კოკაინს ვერ ვეღირსე.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"