ვლადიმირ კლიჩკოს ამბავი გადაწყდა?

AutoSharing Option
10 დეკემბერს, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში უკრაინელი მძიმეწონოსანი ვლადიმირ კლიჩკო ავსტრალიელ ლუკას ბრაუნს შეხვდება. ისინი სუპერმძიმე წონაში ორ საჩემპიონო ქამარს გაითამაშებენ - WBA-სა და IBO-ის ვერსიებით.

როგორც ცნობილია, კლიჩკოს 10 დეკემბერს IBF-ის ჩემპიონთან, ბრიტანელ ენტონი ჯოშუასთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ WBA-მ უარი თქვა ამ ბრძოლაში გაეთამაშებინა თავისი საჩემპიონო ქამარი, რაც არ აწყობდა კლიჩკოსა და მის გუნდს.

დღეს, WBA-ის ტიტული ვაკანტურია. ბრაუნი ადრე იყო ამ ვერსიით ჩემპიონი, ახლა კი აუცილებელი პრეტენდენტია მის მოპოვებაზე, რადგან წინა მფლობელმა, ყაზახმა რუსლან ჩაგაევმა კარიერა დაასრულა.

"WBA-ის ტიტული
ყველაზე ძველია და ჩემთვის ის ყველაზე ავტორიტეტულია", - განაცხადა კლიჩკომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული