ჩემს სახლში ისევ დაიწყო ორგიები. ოცამდე შიშველი ადამიანი მისაღებში იყრიდა თავს, ყველა კოკაინის კაიფში იყო და არავინ ამბობდა ჩემი მისამართით ცუდს. ყველა გოგო ჩემკენ იყურებოდა, მეხებოდა, მკოცნიდა.
ერთხელ ასეთი წვეულება მთელი
- მაიკ, კარზე პირობითი გათავისუფლების ინსპექტორი აკაკუნებს.
მაშინვე იმპოტენტი გავხდი. როგორც კი გაისმა სიტყვა "ინსპექტორი", პირობითად გათავისუფლებული ერთი ჩემი სტუმარი პირდაპირ უკანა კარს მივარდა და ღობეს გადაახტა. მე ჩუმად გავიხედე ფანჯარაში. ძალიან ვიყავი შეშინებული, მაგრამ ინსპექტორი მალე წავიდა.
სრულიად გასაოცარი ისტორია შემემთხვა, როცა ლას ვეგასში ორ მეძავს შევხვდი. გვიან საღამოს, ლას-ვეგას-სტრიპზე გავერთეთ. ჰენდერსონში რომ არ დავბრუნებულიყავით, სასტუმროში ნომრის აღება გადავწყვიტეთ. უკვე ნომერში ვიყავი, ჩემი გოგო კი ჯერ ისევ კლიენტს ემსახურებოდა. იმის ნაცვლად, რომ მომეწია, ცხვირით შევიყნოსე ჩემი "კარგი" კოკაინის დიდი დოზა. უცებ მთელი ცხვირი უგრძნობი გახდა. ჩემს მეგობარ გოგოს დავურეკე. მან მიპასუხა, თან უკანა ფონზე მისი სექსის მოსმენაც შემეძლო.
- ყველაფერი წესრიგში გაქვს, საყვარელო? - დაინტერესდა ის.
- ცხვირს ვერ ვგრძნობ. სასტუმროს ნომერში ვარ. ვკვდები.
- კიდევ ერთი დოზა მიიღე, - მირჩია მან.
მის რჩევას მივყევი.
- ახლა ყველაფერი წესრიგშია. სულ ეს არის, რაც უნდა გავაკეთო?
კიდევ ერთი დოზა მივიღე.
- ახლა სრულ წესრიგში ვარ, - შევატყობინე მას.
- კარგი, თუ დაგჭირდები, დამირეკე, - მიპასუხა მან და თავის კლიენტს დაუბრუნდა.
ხშირად ვერთობოდი ღამის კლუბებში, შემდეგ კი ვინმესთან სახლში მივდიოდი საღამოს გასაგრძელებლად.
ერთხელ ნაცნობ მეძავთან ერთად ვიყავი და ჩემს მეგობართან, ბრაიანთან წავედით. ჩემს გოგონასთან ერთად უკანა ოთახში წავედი და იქ კაიფი მივიღე კოკაინისგან და "სოკოებისგან" (ნარკომანების სლენგზე - სოკოსგან დამზადებული თვითნაკეთი ჰალუცინოგერების საერთო სახელწოდება). იქიდან გამოსულმა აღმოვაჩინე საღამოზე მოსული ახალი სტუმრები.
ეს იყო მხიარული თეთრი ბიჭების ჯგუფი, რომლებსაც, უბრალოდ, რამდენიმე ბილიკი კოკაინის მიღება უნდოდათ. ოთახში დავბრუნდი, ჩემს გოგოსთან გავერთე და როცა იქიდან მეორედ გამოვედი, დავინახე, რომ თეთრი ბიჭები მექსიკელებს შეეცვალათ. ისინი მშვიდები და მოკრძალებულები იყვნენ.
მათთან ცოტათი ვიმხიარულე და ოთახში დავბრუნდი. შემდეგ ჯერზე გარეთ გამოვიხედე და ამჯერად, მე და ჩემი გოგო ზანგების ჯგუფს გადავეყარეთ. ჯერ ისევ კაიფში ვიყავი, ამიტომაც დიდად არ დავფიქრებულვარ - რატომ ცვლიდნენ სხვადასხვა ფერის ადამიანები ასე სწრაფად ერთმანეთს. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ბიჭებიდან ზოგიერთს ჩემი გოგოს გაცნობა უნდოდა, მაგრამ ამაზე დიდად არ ვფიქრობდი, რადგან თუ მათ ამის გაკეთება სურდათ, მაშინ მისთვის ფულის გადახდა მოუწევდათ. სწორედ ასე იქნებოდა.
მათთან გავედი.
- სალამი, ბიჭებო, გინდათ რამე?
ძალიან მოვინდომე, რომ უცოდველი ბიძია თომას როლი მეთამაშა. მათ შემომხედეს, მაგრამ არაფერი მიპასუხეს, მხოლოდ თავები გააქნიეს. როგორც კი ეს გააკეთეს, გონებაში სხვადასხვა აზრმა გამიელვა:
"ჯანდაბა, ამ ზანგებმა არ იციან, ვინ ვარ? მაშინ უნდა გაიგონ. მე - მაიკ ტაისონი ვარ. როგორ ბედავენ ჩემ წინაშე ასე მოქცევას?"
ჯერ ისევ ძლიერ კაიფში ვიყავი.
"ეს ნაძირლები ისე იქცევიან, თითქოს ვალდებული ვარ, მათ დავეხმარო, - გავიფიქრე მე. - მათ ისიც არ უთქვამთ: "არა, მადლობა" ან რაიმე მსგავსი".
სააბაზანოში წავედი. როცა დავბრუნდი, დავინახე, რომ ეს ბიჭები ჩემს გოგონას კლოფელინს აპარებდნენ.
განვრისხდი. ამათი დედაც, რა უფლებით აკეთებენ ამას ჩემ თვალწინ?
"როგორც ჩანს, ეს ზანგები ფიქრობენ, რომ მე აქ არ ვარ. ფიქრობენ, რომ ეს მსუქანი - არარაობაა, რომ მე ის ბიჭი აღარ ვარ, რაც ადრე ვიყავი", - გავიფიქრე მე.
ვხედავდი, ერთი ბიჭი როგორ უყურებდა ჩემს გოგოს, თითქოს თვალებით შეჭმას უპირებდა. შემდეგ გაიცინა და ხელზე მომითათუნა.
- უბრალოდ, გიჟი ხარ, მაიკ, - თქვა მან.
და მაშინ თავში თითქოს რაღაც გადამიტრიალდა.
"დავხოცავ ამ ზანგებს", - გავიფიქრე მე.
საბრძოლო მზადყოფნაში მოვედი. კოკაინი და "ჰენესი" მარწმუნებდნენ, რომ ეს ნაძირლები უნდა დამეჩოქებინა. ამიტომაც ავდექი, მასპინძლის გოლფის ჯოხი ავიღე და ამ ბიჭებს დავერიე. ისე დავიღრიალე, რომ ჩემს გოგონას სისხლი გაეყინა. ერთმა ბიჭმა ფანჯარასთან მიირბინა და იქიდან გადახტა, მეორე სააბაზანოში ჩაიკეტა, მესამე კი დავიჭირე იმ დროს, როცა ტახტის უკან დამალვას ლამობდა.
- მომისმინე, ზანგო! შენი დედაც! ახლა აქ სასაკლაოს მოვაწყობ. მე ხომ მკვლელი ვარ. თუ რამე გინდათ, ზრდილობიანად უნდა მთხოვოთ. ასე უნდა მომმართოთ: "დიახ, სერ", "არა, სერ", "მისტერ ტაისონ".
ამასობაში, ჩემი გოგონა მეხვეწებოდა:
- არა, საყვარელო! ნუ იზამ! გთხოვ, ჩემთან წამოდი! მოდი, წავიდეთ!
"ჯანდაბა, ამ მეძავმა არ იცოდა, ვინ ვიყავი?" - გავიფიქრე მე.
სანამ ეს ხდებოდა, ბიჭი გამექცა და თავის მეგობრებს შეუერთდა. შემდეგ ერთად ვერთობოდით კიდევ სამი საათი. და უცებ აბაზანიდან ხმა გავიგეთ:
- ახლავე ვურეკავ პოლიციას. თუ აქედან არ გამომიშვებთ, პოლიციელებს დავურეკავ.
- ჯანდაბა, ეს ზანგი კიდევ აბაზანაშია ჩაკეტილი? - გამიკვირდა მე. მისი არსებობა ყველას დაგვავიწყდა.
ვცდილობდი დამერწმუნებინა საკუთარი თავი იმაში, რომ ჩემთვის სულერთი იყო - ყიდიდა თუ არა ჩემი გოგო თავის სხეულს. მაგრამ ძალიან ემოციური ვიყავი იმისთვის, რომ ამას შევრიგებოდი. ერთხელ ერთი ბიჭის სახლში ვატარებდით დროს. ამ ბიჭთან ნარკოტიკებთან და ფულთან დაკავშირებული ერთობლივი საქმეები მქონდა. ჩემი გოგონა კლიენტისგან დაბრუნდა და თავს შესანიშნავად გრძნობდა.
- მზად ხარ, სახლში წამომყვე? - ვკითხე მას.
- შენ წადი. მე ცოტა ხანი დავრჩები აქ, ამ ბიჭთან. სახლში მოგვიანებით შევხვდებით.
- კარგი, საყვარელო, - ვუთხარი მას და ვაკოცე. და როცა მანქანასთან მივედი, უცნაური გრძნობა გამიჩნდა.
"ჯანდაბა, რა გამოდის? - გავიფიქრე მე. - ცოტა ხნის წინ ამ ბიჭთან საქმიანი საუბარი მქონდა?"
სახლში დავბრუნდი და როცა ჩემი გოგოც მოვიდა, მაშინვე მომიახლოვდა.
- ვიცი, რომ ჩემს საქმიანობაზე დიდად არ ნაღვლობ, - თქვა მან. - მაგრამ იცოდე: იმ ნაძირალამ ჩემთან სექსის დროს, შენზე ოდესმე რაიმე ცუდი რომ თქვას, მაშინვე ყელს გამოვჭრი.
მაგარი იტალიელი გოგო იყო.
- საყვარელო, ჩვენ ამის ხარჯზე ვცხოვრობთ, - მითხრა მან. - შენ ხომ აღარ ჩხუბობ. ეს საქმე ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მე ხომ მაინც შენთან ვბრუნდები.
ეს გოგონები მაჭმევდნენ, რადგან გაკოტრებული ვიყავი. მაგრამ არც ის მინდოდა, რომ სხეულით ევაჭრათ. მე ვიყავი ერთადერთი ბიჭი, რომელიც აიძულებდა თავის მეგობარ მეძავებს, მიეტოვებინათ ეს საქმე. მე წინააღმდეგი ვიყავი, რომ მათ ემუშავათ. ვფიქრობ, მამაჩემი და აისბერგი მართლები იყვნენ: არასწორად ვიქცეოდი ქალებთან მიმართებაში. ჩემში არაფერი იყო სუტენიორობის.
ყველას თვალში ხვდებოდა ჩემი აგრესიული იმიჯი, ამიტომაც მიაჩნდათ, რომ მე სუტენიორების მეფე ვიყავი, მაგრამ, სინამდვილეში, კლიენტი უფრო მეთქმოდა, ვიდრე სუტენიორი. მე ვიყავი კლიენტი არუს კუნძულებიდან.
(გაგრძელება იქნება)