"ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით, უკვე ვგრძნობ, რომ მეივეზერს ძალიან უნდა დაბრუნება. ფლოიდმა თავად დაგვირეკა და პაკიაოს ბრძოლაზე ბილეთები გვთხოვა. ეს კარგი ნიშანია. ძალიან მინდა, რომ ეს ბრძოლა ისევ გაიმართოს. 75 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება", - განაცხადა ბობ არუმმა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მენი პაკიაომ მოასწრო ფლოიდ მეივეზერთან წაგება, კრივიდან წასვლა, საკუთარი ქვეყნის სენატში მუშაობა და პროფესიულ რინგზე ტრიუმფალურად დაბრუნება.
პაკიაოსა და მეივეზერის პირველი შეხვედრა 2015 წლის 2 მაისს გაიმართა და ამერიკელმა ქულებით გაიმარჯვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"