54 წლის ამერიკელი ჰოლიფილდი მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი იყო მძიმე და სუპერმძიმე წონით კატეგორიაში. მექსიკელი ბარერა ბევრისთვის საყვარელი მოკრივე გახლდათ თავისი შემტევი და გახსნილი სტილის გამო. მის აქტივშია დაუმარცხებელი ჰასიმ ჰამედის ძლევა, აგრეთვე, ლეგენდარული ბრძოლები ისეთ მონსტრებთან, როგორებიც იყვნენ - მენი პაკიაო, ხუან მანუელ მარკესი, ერიკ მორალესი...
აწ გარდაცვლილი ჯონი
დავამატებთ, რომ დიდების დარბაზში ახალი წევრების შეყვანის ოფიციალური ცერემონია 11 ივნისს გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"