დიდი კრივი 80 ათასი მაყურებლის წინაშე

AutoSharing Option
არ არის გამორიცხული, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკოსა და ბრიტანელი ენტონი ჯოშუას შორის ბრძოლა ლონდონში, "უემბლის" ლეგენდარულ სტადიონზე გაიმართოს. ორთაბრძოლის სავარაუდო თარიღია - 2017 წლის 29 აპრილი.

"მოუთმენლად ველოდები კიდევ ერთ ბრძოლას დიდ არენაზე. შვიდი შეხვედრა მქონია ღია სტადიონებზე, მაგრამ არასოდეს მიჩხუბია სტადიონზე, რომლის ტევადობა 80 ათასი მაყურებელია. ეს ახალი გამოწვევა იქნება ჩემთვის", - განაცხადა კლიჩკომ.

თავდაპირველად, ამ მოკრივეთა ბრძოლა 2016 წლის 10 დეკემბრისთვის იყო დანიშნული, მაგრამ კლიჩკომ ფეხის ტრავმა მიიღო და წელს მისი რინგზე გასვლა გამოირიცხა.

40 წლის
უკრაინელს კარიერაში 68 ბრძოლიდან 64 აქვს (53 - ნოკაუტით) მოგებული, 27 წლის ჯოშუამ კი 17-დან 17 მოიგო, თან ყველა ნოკაუტით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული