უსაინ ბოლტი მოკრძალებულად იგებს

AutoSharing Option
კარიერაში ერთ-ერთი ბოლო გარბენი შეასრულა იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა. მან ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში მონაწილეობა მიიღო "უორლდ ჩელენჯის" ტურნირში, კერძოდ, 100 მეტრზე მოსინჯა ძალები.

რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი პირველი მივიდა ფინიშთან, მაგრამ მოკრძალებული შედეგი აჩვენა - 10.06 წამი. ამ სეზონში იამაიკელი მეორე ვიხილეთ სტარტზე და ორივეჯერ ვერ შეძლო 100 მეტრზე 10 წამიდან გამოსვლა.

ოსტრავაში მეორე იყო ფინიშთან კუბელი იუნიერ პერესი (10.09), მესამე - თურქი ალი ჰარვი (10.26).

იამაიკელს კარიერის ბოლომდე ორი გარბენი დარჩა - ჯერ მონაკოში "ბრილიანტის ლიგის" ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას, ხოლო
აგვისტოში ლონდონში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიხილავთ სარბენ ბილიკზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული