ქართველ მძლეოსნებს ევროპის ჩემპიონატის მეორე ლიგაში გადასასვლელად ცოტა დააკლდათ

AutoSharing Option
მალტაში მძლეოსნობის ევროპის ჩემპიონატის მესამე ლიგის პირველობაში 11 გუნდი იბრძოდა მეორე ლიგის ორი საგზურისთვის.

ჩვენმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და ქართული მძლეოსნობის ისტორიაში პირველად 262 ქულით გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს. ქართველებს ლუქსემბურგელებმა (317) და ბოსნიელებმა (266) გაუსწრეს. გაისად ისინი მეორე ლიგაში იასპარეზებენ.

პირად ჩათვლაში ქართველმა სპორტსმენებმა 4 პირველი, 11 მეორე და 3 მესამე ადგილი დაიკავეს.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ბაჩანა ხორავა (100 მ, 10,76), გოგა ჭიხვარია (ურო, 61,41 მ), მინდია ენდელაძე (400 მ, 48,22) და ზურაბ გოგოჭური (სიმაღლეზე ხტომა, 214); ხოლო
ლაშა თორღვაიძეს (სიგრძე, 7,55), საბა სოსელიას (ჭოკით ხტომა, 4,36), როსტომ ჭინჭარაულს (შუბი, 68,20), გოგა მაღლაკელიძეს (სამმაგი, 15,10), საბა ხვიჩავას (3000 მ/წინაღობებით, 9.19,94), ბაჩანა ხორავას (200 მ, 22,17), გიორგი მუჯარიძეს (ბადრო, 47,66), დავით ხარაზიშვილს (3000 მ, 8.30,57), ირინა მიკიტიუკს (სამმაგი, 12,56), სალომე რიგიშვილს (ბადრო-46,72; ბირთვი-14,48) მეორე ადგილები ერგოთ, მესამე ადგილებით ნინო წიქვაძე (ურო, 53,22), დავით ხარაზიშვილი (5000 მ) და ესტაფეტაში ვაჟები (ანდრანიკ მატინიანი, დავით ლუკავა, მინდია ენდელაძე, ბაჩანა ხორავა) 4X400 მეტრზე (3.19,12) მესამე ადგილებით დაკმაყოფილდნენ.

- მალტაში მიღწეული შედეგი ჩვენი მძლეოსნების საუკეთესო მაჩვენებელია, - გვითხრა საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტმა ვასილ ბერიშვილმა. - მსაჯებს მეტი ობიექტურობა რომ გამოეჩინათ, ევროპის ჩემპიონატის მეორე ლიგის საგზურს მოვიპოვებდით.

კონტინენტის ამ პირველობაზე საბა ხვიჩავამ 18-წლამდელ მძლეოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატის ლიცენზია დაიმსახურა და კენიაში გაემგზავრა, სადაც 2000 მეტრზე წინაღობებით რბენაში (5.52,64) მეექვსე ადგილი დაიკავა, ევროპელთაგან კი მეორე შედეგი აჩვენა.

17 ივლისს იტალიას მიაშურეს გიორგი მუჯარიძემ, ნინო წიქვაძემ და მინდია ენდელაძემ, რომლებიც 20-26 ივლისს გროსეტში 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში მოსინჯავენ ძალებს.

24 ივლისიდან უნგრულ დიორში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალში გიორგი კეკიშვილი (ურო), მარი ფხალაძე (2000 მ/წინაღობებით), სალომე ჩახვაშვილი (ურო), გიორგი კარდაშიანი (სიგრძე), თემურ მამედოვი (200 მ), ბელა ჭკადუა (200 მ) და მიხეილ ცანავა (ჭოკით ხტომა) იასპარეზებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული