პარალიმპიადა: ბრალდება პროთეზების სიგრძის გამო

AutoSharing Option
ცნობილმა სამხრეთაფრიკელმა მორბენალმა ოსკარ პისტორიუსმა ბოდიში მოუხადა 200 მეტრზე პარალიმპიადის ჩემპიონს, ბრაზილიელ ალან ოლივეირას იმ ბრალდების გამო, რომელიც მან სამხრეთამერიკელს ფინიშის შემდეგ წაუყენა.

200-მეტრიან დისტანციაზე დიდი ხანი სწორედ პისტორიუსი ლიდერობდა, მაგრამ ზედ ფინიშზე პირველ ადგილზე ბრაზილიელი მორბენალი გადავიდა.

გარბენის შემდეგ სამხრეთაფრიკელმა განაცხადა, რომ ოლივეირამ უფრო გრძელი პროთეზების გამო გაიმარჯვა. არადა, მათი გამოყენება, წესებით, აკრძალულია.

შეჯიბრის შემდეგ საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა შეამოწმა ოლივეირას პროთეზების სიგრძე და წესის დარღვევა ვერ აღმოაჩინა.

3 სექტემბერს პისტორიუსი სპეციალური განცხადებით გამოვიდა, რომელშიც ნაჩქარევი ბრალდებისთვის ბოდიში მოუხადა ბრაზილიელს,
მაგრამ სამხრეთაფრიკელმა ბოლომდე უკან არ წაიღო თავისი სიტყვები და განაცხადა, რომ უნდა გამკაცრდეს წესები პროთეზების ზომებთან დაკავშირებით.

2008 წელს, პეკინის პარალიმპიადაზე, პისტორიუსმა პირველი ადგილი დაიკავა 200 მეტრ დისტანციაზე; აგრეთვე, მან ოქროს მედლები მოიგო 100 და 400 მეტრზე გარბენში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული