ამპუტანტმა ოსკარ პისტორიუსმა ცხენს გაუსწრო [VIDEO]

AutoSharing Option
კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში ცნობილი სამხრეთაფრიკელი მორბენალი - ამპუტანტი ოსკარ პისტორიუსი.

მან ყატარის დედაქალაქ დოჰაში მეტად უცნაურ გარბენში მიიღო მონაწილეობა - 200 მეტრის მანძილზე გაეჯიბრა არაბულ ცხენს, სახელად "მაზერატის". სამხრეთაფრიკელმა დოღის ცხენს თითქმის წამზე მეტი მოუგო, - წერს გამოცემა Herald Sun.

26 წლის მძლეოსანი, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, დოჰაში მონაწილეობა მიიღო სპეციალურ პროგრამაში. ამ ღონისძიების მიზანი იყო, ეჩვენებინათ ყველასთვის, თუ რა შედეგების მიღწევა შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენებს.

შეგახსენებთ, რომ ოსკარ პისტორიუსი პარალიმპიური თამაშების ექვსგზის ჩემპიონია სხვადასხვა დისტანციაზე
სირბილში.

გარდა ამისა, აფრიკელს არაერთხელ აქვს მონაწილეობა მიღებული ჩვეულებრივ სტარტებში. მან 2011 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკის ნაკრების შემადგენლობაში ვერცხლის მედალი მოიგო 4x400 მეტრზე ესტაფეტაში.

ასევე გამოვიდა ოსკარი 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე, რითაც თამაშების ისტორიაში პირველი მონაწილე გახდა ამპუტირებული კიდურებით.

VideoSportall.Ge
ამპუტანტმა მორბენალმა ცხენს გაუსწრო


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული