შეყვარებულის მკვლელობაში დადანაშაულებული პარალიმპიელის,
ოსკარ პისტორიუსის უფროს ძმას –
კარლს მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი. სამი წლის წინ უფროსი პისტორიუსი ავტოავარიაში მოყვა, რომლის დროსაც მოტოციკლის მძღოლი ქალი დაიღუპა. ამპუტანტი სპორტსმენის ძმის სასამართლო პროცესი მარტში დაიწყება. საინტერესოა, რომ კარლ პისტორიუსს განზრახ მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი.
უბედური შემთხვევა ქალაქ იოჰანესბურგის გარეუბანში მოხდა. ადგილზე მისულმა პოლიციამ ვერ აღმოაჩინა უფროსი პისტორიუსის ორგანიზმში ალკოჰოლის კვალი.
რაც შეეხება ოსკარ პისტორიუსს, როგორც უკვე ვწერდით, ის 114 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს. სასამართლო პროცესი 4 ივნისს დაიწყება.
მძლეოსანს აკრძალული
აქვს საკუთარ სახლში სხვისი ზედამხედველობის გარეშე ყოფნა. ის კვირაში ორჯერ – ორშაბათობით და პარასკეობით დათქმულ დროს უნდა გამოცხადდეს პოლიციის ოფისში. არ უნდა იყოს შენიშნული ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღებაში. მას ჩამოართვეს პასპორტი და სხვა დოკუმენტები, რომლებიც მოგზაურობისთვის არის საჭირო. ოსკარს ასევე აკრძალული აქვს აეროპორტში გამოჩენა. გარდა ამისა, მან პოლიციას ჩააბარა კუთვნილი იარაღი და უარი თქვა მათი შენახვის უფლებაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ასევე იხილეთ:სკანდალი - ოსკარ პისტორიუსი თავისუფალია