10 ათასი ფუნტი ყოველ წამში, მხოლოდ მონაწილეობისთვის!

AutoSharing Option
პარიზის "დაიმონდ ლიგის" ორგანიზატორებმა იამაიკელი მორბენალის, უსაინ ბოლტის გადასაბირებლად დიდი თანხა გაიღეს.

იმისთვის, რომ მხოლოდ მონაწილეობაზე დათანხმებულიყო, ფრანგებმა ბოლტს გარბენის ყოველ წამში 10 ათასი ფუნტი სტერლინგი შესთავაზეს! ბუნებრივია, აქ არ ითვლება ის საპრიზო ფონდი, რომელსაც ბოლტი წარმატების შემთხვევაში მიიღებს. ბოლტი 200-მეტრიან დისტანციაზე გამოვა და მხოლოდ მონაწილეობისთვის 200 ათასი ფუნტი სტერლინგით გამდიდრდება.

ეს ტურნირი ზაფხულში გაიმართება "სტად დე ფრანსზე", 6 ივლისს და აგვისტოში კი მსოფლიოს ჩემპიონატის დროა.

ასევე იხილეთ:
უსაინ ბოლტმა წლის პირველი სტარტი წააგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული