მძლეოსნობა: ეჭვმიტანილი ოსკარ პისტორიუსი არ უნდა დაიჩაგროს

AutoSharing Option
მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია უარს ვერ ეტყვის ოსკარ პისტორიუსს მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატში მონაწილეობაზე. ამის შესახებ განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა ლამინ დიაკმა.

სამხრეთაფრიკელი მორბენალი-ამპუტანტი დადანაშაულებულია თავისი მეგობრის - რივა სტენკამპის მკვლელობაში. ექვსგზის პარალიმპიურმა ჩემპიონმა და 2012 წლის ოლიმპიადის მონაწილემ აპრილში ვარჯიშების განახლების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ჯერჯერობით ღიად რჩება ოსკარის მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობის საკითხი თუნდაც იმიტომ, რომ უცნობია - შეძლებს თუ არა ის ტურნირის სტარტისთვის ფორმის აკრეფას.

"ყველასთვის ცხადია, რომ ოსკარს ახლა რთული პერიოდი უდგას ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, ადამიანურად ის ძალიან განიცდის
მომხდარს და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გაუძლოს ამ გამოცდას.

მისი მხრიდან არასწორი საქციელი იქნება, თუ მთელ ყურადღებას ტურნირზე გადაიტანს. არადა, მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ტურნირებში მონაწილეობა, კვალიფიკაციის გავლა... ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები. დაე, ეს ისტორია თავისთავად დაიწეროს. არ შეგვიძლია საბოლოო გადაწყვეტილებაზე საუბარი, რადგან ჯერ არ არის გამოტანილი საბოლოო განაჩენი. პისტორიუსი ამბობს, რომ ის უდანაშაულოა და ინციდენტი საბედისწერო შეცდომის გამო მოხდა. თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ არ შეგვიძლია მას ავუკრძალოთ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრება იმის გამო, რომ შეყვარებული მოკლა
", - ამბობს ლამინ დიაკი.

წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მძლეოსნობაში 10-18 აგვისტოს მოსკოვში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოსკარ პისტორიუსი თვითმკვლელობაზე ფიქრობს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული