ბოლონოგი ერთ-ერთია იმ სპორტსმენთაგან, რომლებიც ათენის სინჯების ხელმეორე შემოწმებისას ჩავარდნენ დოპინგზე - უკრაინელს აკრძალული პრეპარატის ოქსანდროლონის მიღება დაუდგინეს.
ნელსონმა 2004 წლის ოლიმპიადაზე მეორე ადგილი დაკავა. მან ისეთივე შედეგი აჩვენა, როგორიც ბოლონოგმა (21 მეტრი და 16 სანტიმეტრი), მაგრამ უკრაინელს დამატებითი მაჩვენებლით მიანიჭეს გამარჯვება.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ვერცხლის მედალი დანიელი იოახიმ ბრეხნერის მფლობელობაში
* * *
სრულიად სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ათენში 4x400 მეტრზე ესტაფეტაში გამარჯვებულ აშშ-ს ქალთა ნაკრებთან მიმართებაში. ეს გუნდი შეინარჩუნებს ოქროს მედალს იმის მიუხედავად, რომ ამერიკელთა ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა დოპინგის მიღება აღიარა.
კრისტალ კოქსი, რომელმაც ერთ-ერთ წინასწარ გარბენში მიიღო მონაწილეობა, 2012 წელს მაშინდელი სტარტისთვის მიღებული მედლის გარეშე დარჩა, რადგან ჯერ კიდევ 2010 წელს აღიარა, რომ სამი წლის განმავლობაში იღებდა ანაბოლურ სტეროიდებს, მათ შორის, 2004 წელსაც. ამ პერიოდში ნაჩვენები ყველა შედეგი გაუქმდა, ხოლო აშშ-ის ანტისადოპინგო სააგენტომ სპორტსმენს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა, რომელსაც 2014 წლის იანვარში გასდის ვადა.
მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა შეუნარჩუნოს ოქროს მედლები აშშ-ის ნაკრების სხვა წევრებს - დიდი ტროტერს, მონიკ ჰენდერსონს, სანია რიჩარდსს, მონიკ ჰენეგანსა და მოუშომი რობინსონს.
შესაბამისად, რუსეთის ნაკრებს იმ გარბენისთვის დარჩება ვერცხლი, ხოლო იამაიკას - ბრინჯაო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
წელს ოსკარ პისტორიუსი არ ირბენს