შოუმენი უსაინ ბოლტი

AutoSharing Option
მძლეოსნობაში "ბრილიანტის ლიგის" კომერციული სერიის მორიგი ეტაპი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ჩატარდა და ისევე, როგორც ერთი კვირის წინ, რომის ეტაპზე, ამჯერადაც ყურადღების ცენტრში იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი მოექცა.

შეგახსენებთ, რომ ექვსგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა იტალიის დედაქალაქში 100 მეტრზე გარბენი წააგო ამერიკელ ჯასტინ გეტლინთან, ასე რომ, ოსლოში რეპუტაციის აღდგენაზე უნდა ეზრუნა.

"სპორტი დამარცხების გარეშე არ არსებობს, - ამბობდა ბოლტი ოსლოს სტარტის წინ. - 2008 წელს ერთი სტარტი წავაგე, მაგრამ ოლიმპიადაზე სამი ოქრო ავიღე. 2010 წლის სეზონში ტაისონ გაიმ დამამარცხა, გასულ წელს, იოჰან ბლეიკთან
დავთმე იამაიკის ჩემპიონატი, მაგრამ ლონდონის ოლიმპიადაზე მაინც მე გავიმარჯვე.

რომის მარცხისგან ტრაგედიას არ ვქმნი. ახლა, მთლიანად მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებაზე ვარ კონცენტრირებული, სადაც ყველა სპრინტერული დისტანციის მოგებას ვაპირებ".

იამაიკელი სპრინტერი არა მხოლოდ სპორტსმენი, არამედ შოუმენია და შოუს ელემენტები მან ოსლოშიც შემოგვთავაზა. მაგალითად, იქაურ არენაზე ის "ფორმულა E"-ს ბოლიდით გამოჩნდა სარბენ ბილიკზე...

ბოლტი ნორვეგიაში 200 მეტრზე გამოდიოდა და ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ის ერთადერთი იყო ყველა მონაწილეს შორის, რომელიც 20 წამიდან გამოვიდა, ხოლო იამაიკელის მიერ ნაჩვენები დრო - 19.79 წამი ტურნირის რეკორდი და სეზონის საუკეთესო დრო იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უსაინ ბოლტს შესარჩევი გარბენი მოუწევს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული