Mail on Sunday-ის ინფორმაციით, რამდენიმე რუსმა სპორტსმენმა (მათ შორისაა ლონდონის ოლიმპიადის პრიზიორი, რომლის ვინაობა არ სახელდება) და მწვრთნელმა წერილი გაგზავნა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოში (WADA). წერილში ლაპარაკია იმის შესახებ, რომ მძლეოსნებს თითქოს ფულს ახდევინებდნენ "სადოპინგო დახმარების" სანაცვლოდ. კერძოდ, გარკვეული თანხის საფასურად, სპორტსმენებს ექნებოდათ იმის გარანტია, რომ მოსკოვურ
გამოცემას მოჰყავს მწვრთნელ ოლეგ პოპოვის სიტყვები. ეს სპეციალისტი პეკინის ოლიმპიადისთვის ამზადებდა შუბის მტყორცნელ ლადა ჩერნოვას და რამდენჯერმე დოპინგ-სკანდალების ფიგურანტი იყო. პოპოვმა განაცხადა, რომ სპორტსმენებს აიძულებდნენ დოპინგის დახმარებით მომზადებულიყვნენ ტურნირებისთვის. სპეციალისტისთვის, რომელიც სპორტსმენს აკრძალული პრეპარატის გამოსაყენებლად სწორ რჩევას მისცემდა, 50 ათასი მანეთი უნდა გადაეხადათ. თურმე, ანტისადოპინგო ლაბორატორიებში თანხის გადახდის სანაცვლოდ, შესაძლებელია დოპინგ-სინჯების შეცვლა და გაყალბება.
Mail on Sunday-ის სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2012 წლის დეკემბერში, ანაბოლური სტეროიდების არაკანონიერი ბრუნვის გამო, სასამართლომ წელიწადნახევრიანი პირობითი სასჯელი გამოუტანა მარინა როდჩენკოვას - მოსკოვის ანტისადოპინგო სააგენტოს ლაბორატორიის დირექტორის გრიგორ როდჩენკოვის დას. ბრიტანელთა ინფორმაციით, თავად როდჩენკოვი დააპატიმრეს, მაგრამ შემდეგ ბრალის წაყენების გარეშე გაანთავისუფლეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ როდჩენკოვი აღშფოთებული იყო პოლიციის მხრიდან მისი მისამართით დევნის გამო. გაზეთს მოჰყავს დაუდასტურებელი ფაქტები იმის შესახებ, რომ ლაბორატორიის დირექტორი თავის მოკვლას ცდილობდა და ორი თვე ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საუკეთესო ნახტომი XXI საუკუნეში