ვწერდით იმის შესახებ, რომ ამერიკელი ტაისონ გაის დოპინგ-სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა გადაწყვიტა, არ დაელოდოს "B" სინჯის შედეგებს და უარი განაცხადა მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატში გამოსვლაზე.
ამას მოჰყვა კიდევ უფრო გრანდიოზული სკანდალი - ერთბაშად ხუთმა იამაიკელმა მძლეოსანმა აღიარა აკრძალული პრეპარატის მიღება. მათ შორის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები არიან.
როგორც ირკვევა, მსოფლიოს ყოფილი რეკორდსმენი 100 მეტრზე სირბილში ასაფა პაუელი აკრძალულ პრეპარატს წელს,
ამ ისტორიას მოულოდნელი გაგრძელება ჰქონდა. იტალიის პოლიციამ დააპატიმრა ასაფას მწვრთნელი ფიზიკურ მომზადებაში. სამართალდამცავების ინფორმაციით, მწვრთნელი პაუელთან ერთად ცხოვრობდა და მძლეოსანს პრეპარატებით ამარაგებდა, რომელთა შორის შეიძლება დოპინგიც ყოფილიყო.
დაპატიმრება იქამდე მოხდა, სანამ პაუელს აკრძალული პრეპარატის მიღებაში ამხელდნენ.
* * *
დავუბრუნდეთ სკანდალს. იამაიკელმა მორბენალმა ქალმა შერონ სიმპსონმა ასევე აღიარა, რომ მის ორგანიზმში აღმოაჩინეს სტიმულატორი ოქსილოფრინი. მან განაცხადა, რომ შეგნებულად არ მიუღია დოპინგი, მაგრამ ვერც ის ახსნა, როგორ მოხვდა მის სისხლში აკრძალული პრეპარატი.
სიმპსონმა ვერცხლის მედალი მოიპოვა 100 მეტრზე სირბილში პეკინის ოლიმპიადაზე და ასევე მეორე ადგილზე გავიდა ლონდონში 4x100 მეტრზე ესტაფეტაში.
დოპინგზე ჩავარდნილი კიდევ ერთი იამაიკელი ასევე სპრინტერია - ნესტა კარტერი, რომელიც პეკინისა და ლონდონის თამაშებზე ოქროს მედალს იღებდა სპრინტერულ ესტაფეტაში.
* * *
ასევე, გაგრძელება ჰქონდა ტაისონ გაის დოპინგ-სკანდალს. ამერიკელმა სპრინტერმა ამ ისტორიის შემდეგ დაკარგა სასპონსორო კონტრაქტი სპორტული ეკიპირების მწარმოებელ ცნობილ კომპანიასთან.
"შოკირებულნი ვართ მომხდარით და მართალია, ბრალი ბოლომდე დამტკიცებული არ არის, მაგრამ კონტრაქტის შეჩერება გადავწყვიტეთ", - მოჰყავს სააგენტო "როიტერს" კომპანიის პრესსამსახურის სიტყვები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ახალი სკანდალი: ტაისონ გაი დოპინგზე ჩავარდა