ტაისო გაის ქალიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა

AutoSharing Option
ამერიკელი სპრინტერის ტაისონ გაის ქალიშვილი კენტუკის შტატის ქალაქ ლექსონგტონის რესტორანში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ წერს The Mirror.

15 წლის ტრინიტი რესტორანში იმყოფებოდა, როცა შენობასთან გაჩერებული ორი ავტომობილიდან ცეცხლი გახსნეს. სროლის დროს, ტყვია შემთხვევით გოგონას მოხვდა. ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ტრინიტი 34 წლის სპრინტერის ერთადერთი შვილი იყო.

ტაისონ გაის კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონატის სამი ოქრო აქვს მოპოვებული. 100 მეტრზე მისი პირადი რეკორდია 9.69 წამი, რაც ისტორიაში მეორე შედეგია. ამერიკელზე უფრო სწრაფად მოკლე
სპრინტი იამაიკელ უსაინ ბოლტს აქვს გარბენილი - 9.58 წამი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული