უსაინ ბოლტი დოპინგს უარყოფს

AutoSharing Option
მსოფლიოს უსწრაფესი ადამიანი, ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი უსაინ ბოლტი ლონდონში ჩავიდა "ბრილიანტის ლიგის" ეტაპში მონაწილეობის მისაღებად. ბრიტანეთის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე, 100 და 200 მეტრზე მსოფლიოს რეკორდების მფლობელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ იყენებს აკრძალულ პრეპარატებს.

"ბოლოდროინდელი სკანდალების შემდეგ, უკვე ყველას ჩემშიც ეპარება ეჭვი. საერთოდ, რამდენი ხანია, რაც ჩემს კარიერას ადევნებთ თვალს? პეკინის ოლიმპიადიდან? მე უკვე 15 წლის ასაკში სასწაულებს ჩავდიოდი. იუნიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი გავხდი. 17 წლისამ მსოფლიოს რეკორდი დავამყარე იუნიორთა კატეგორიაში. საკუთარ თავს უკვე დიდი ხანია ყველაფერი დავუმტკიცე"
, - განაცხადა ბოლტმა.

* * *
ამასობაში, სპრინტში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონი, 30 წლის იამაიკელი ასაფა პაუელი აცხადებს, რომ დიდ სპორტში აპირებს დაბრუნებას დადებითი დოპინგ-ტესტის მიუხედავად, რომლის გამოც მას 2013 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ პაუელი ზაფხულის დასაწყისში იამაიკის ჩემპიონატზე გამოიჭირეს დოპინგის მიღებაში, თუმცა მისი დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შოუმენი უსაინ ბოლტი

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული