უსაინ ბოლტი ორ რეკორდს გვპირდება

AutoSharing Option
იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ განაცხადა, რომ შეუძლია 100 მეტრზე მსოფლიოს ახალი რეკორდის დამყარება. გარდა ამისა, ექვსგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა პლანეტის პირველობაზე 200 მეტრზე 19 წამიდან გამოსვლა დაგეგმა. 26 წლის ბოლტი ორივე დისტანციაზე მსოფლიოს რეკორდის მფლობელია და ორივე ოთხი წლის წინ, ბერლინში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაამყარა (9.58 და 19.19 წამი).

"რა თქმა უნდა, შესაძლებელია ამ დროის გაუმჯობესება, - მოჰყავს ბოლტის სიტყვები სააგენტო AP-ს. - ტექნიკური თვალსაზრისით, საჭირო იქნება პრაქტიკულად იდეალური სირბილი, ასევე შესაფერისი ამინდი. ჯერჯერობით, მე საკუთარი სპორტული ფორმა
მაღელვებს - ეს ნამდვილად ჩემზეა დამოკიდებული. რაც წეეხება 200 მეტრზე რეკორდს, დიდი სიამოვნებით განვაახლებდი მას. საინტერესოა, მართლა შესაძლებელია თუ არა 19 წამიდან გამოსვლა. ეს რაღაც განსაკუთრებული იქნება"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უსაინ ბოლტს გამოწვევა ესროლეს
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული