სპორტსმენის კომენტარი რუსულ პრესაში გამოქვეყნდა.
ლებედევა გამოეხმაურა რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, გუუს ჰიდინკის თანაშემწის, რაიმონდ ვერჰეიენის სიტყვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ფეხბურთში მომუშავე რუსი მწვრთნელები ლოთობით არიან განთქმულნი. მძლეოსანმა კი დააზუსტა, რომ ალკოჰოლიზმი მხოლოდ საფეხბურთო სპეციალისტებისთვის არ არის დამახასიათებელი.
ლებედევას აზრით, მწვრთნელების ლოთობა მენტალიტეტის თავისებურებებთან არის დაკავშირებული და იმასთანაც, რომ მათ არ იციან, რით დაკავდნენ სამუშაოსგან თავისუფალ დროს.
"საჭიროა მწვრთნელების დასაქმება. მაგალითად, აიძულონ
ლებედევა ასევე გამოვიდა რჩევით, რომ აუკრძალონ მწვრთნელებს შეკრებების დროს სპორტსმენების საბილიარდო ოთახებში გაშვება.
"ეს იმიტომ, რომ რამდენადაც ვიცი, იქ გართობა კონიაკის თანხლებით მიმდინარეობს", - განაცხადა სპორტსმენმა.
ტატიანა ლებედევა დიდი სპორტიდან 2013 წლის ივლისში წავიდა. მის ანგარიშზეა ოქრო და ბრინჯაო 2004 წლის ოლიმპიადაზე, ვერცხლი 2000 წლის თამაშებზე და ორი ვერცხლი 2008 წლის ოლიმპიადაზე. გარდა ამისა, ის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"